Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

უარყოფს ბანკში შესვლას და დანაშაულში მონაწილეობას - რა ვიცით ბადრი ესებუას დაკავებაზე

0

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც სამართალდამცველებმა  2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს დააკავეს, ქუთაისის N2 იზოლატორშია მოთავსებული. მისი საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ თქვა, რომ ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. „თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო. შეკითხვაზე, სად იმალებოდა ბადრი ესებუა? ადვოკატმა უპასუხა: „ამის შესახებ უფრო დეტალებში არ გვისაუბრია. ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აქ [საქართველოში] იყო".

ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ომიანე ჯიქიას სახლში აიყვანა პოლიციამ. შსს-ს თანახმად, „დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

ესებუას დაკავების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს თავად ომიანე ჯიქია და სპეცოპერაციისას ადგილზე მყოფი მისი ცოლ-შვილიც. პოლიციაში ჯიქიების ოჯახის გამოკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჩქოტუამ განაცხადა, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი მოწმის სახით გამოკითხეს და გაათავისუფლეს. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე",მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა: „მათი [დაკავება] ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. არც ბრალია წაყენებული”, - განაცხადა დავით ჩქოტუამ.

როგორც ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, ომიანე ჯიქია მათი ოჯახის ნათესავია(ბადრის დედის ბიძაა). ტარიელ ესებუასთვის უცნობია, რატომ აირჩია ეს სახლი მისმა შვილმა და რამდენი ხანი იმყოფებოდა იქ. ტარიელ ესებუას თქმითვე, ამ სახლში უკანასკნელად 5 წლის წინ იყო, შვილთან კონტაქტი კი არ ჰქონია ბანკზე თავდასხმის შემდეგ. „ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

როგორც ჯიხაშკარის მცხოვრებლები ამბობენ, მედიით შეიტყვეს და მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ცნობა, რომ სოფელს ბადრი ესებუა აფარებდა თავს. „დილის ხუთ საათზე ჩაუტარებიათ სპეცოპერაცია. შვილმა მითხრა ომიანეს სახლში ესებუა ყოფილა და აუყვანიათო. პირველად მესმის, რომ ესებუა აქ იყო. ახლა გავიგე, რომ ეს ოჯახი ბადრის ნათესავი ყოფილა… კომუნიკაცია ამ ოჯახთან მქონდა. დავდიოდი მათთან და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია", - განაცხადა ომიანე ჯიქიას მეზობელმა, ნაზიბროლა გოგიამ.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ.

შსს-ს განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Услугами и сервисами mos.ru москвичи воспользовались 4 миллиарда раз



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Прослушивание Песни исполнителя. Обсуждение таланта и творческих перспектив Артиста.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Динамо" обыграло "Балтику", дважды забив в компенсированное время

ЦСКА обыграл «Зенит» в Санкт-Петербурге впервые за 13 лет

Гол Чалова с пенальти принес ЦСКА победу над "Зенитом" в чемпионате России


Новак Джокович

Джоковичу разбили голову бутылкой после матча. Видео



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России