Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

მედია: მოგზაურობასა და ტანსაცმელში დახარჯული 120 000 ლარი, ძვირადღირებული სამკაულები, ფერწერული ტილოები და მანქანები – “ოცნების” დეპუტატისა და მისი მეუღლის შთამბეჭდავი ქონება

0

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. მისი კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ვი­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამი­ლახ­ვა­რი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია. ამ­ბა­ვი ვა­კის პარკში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას ეხე­ბო­და, რო­დე­საც 14 წლის მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვილს, პარკში მდე­ბა­რე შად­რე­ვან­ში ჩას­ვლი­სას დენ­მა და­არ­ტყა და გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ამი­ლახ­ვარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტთან შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

“ვა­კის პარკში მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­კონ­სტრუქ­ცია. ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ. ჩა­უ­ვარ­და ბურ­თი. ალ­ბათ, არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო ეს ბავ­შვი. არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვს რომ უნდა ჰყავ­დეს მეთ­ვალ­ყუ­რე, რომ არ მოხ­დეს იმ ად­გი­ლას მისი ჩას­ვლა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­კონ­სტრუქ­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი რა­ღა­ცა ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს – არა მარ­ტო ბავ­შვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ზარ­დის… ამა­ზე ახლა რამე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სთხოვ ვის? და ამას მე­კი­თხე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად? [უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი] ცხა­დია, უნდა იყოს”, – თქვა დე­პუ­ტატ­მა მა­შინ, როცა ჯერ კი­დევ არ იყო ყვე­ლა დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე.

ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც დე­პუ­ტატ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

“მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯახს ამ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ასე ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ყვე­ლა, ჩვენ მო­ზი­ა­რე ვართ ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბის. ბო­დი­ში მინ­და მო­ვი­ხა­დო და მო­ვუ­ხა­დო პირ­ველ რიგ­ში გარ­დაც­ვლი­ლის სულს, მის ოჯახს და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არ აქვს იმის ახ­სნას აზრი, თუ რა კონ­ტექ­სტით გა­ვა­კე­თე ის გან­ცხა­დე­ბა, რაც გა­ვა­კე­თე. ეს ჩემ­თვის არის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დო, მსგავ­სი არას­დროს არ მი­ფიქ­რია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჩემ­თვი­საც ამ კონ­ტექ­სტში ის გან­ცხა­დე­ბა, რაც გა­ვა­კე­თე, არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ახლა არ მგო­ნია, ოჯახს იქეთ ვინ­მე ისე გა­ნიც­დი­დეს ამ ამ­ბავს, ვიდ­რე მე”, – თქვა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს მე­უღ­ლე, ნინო წე­რე­თე­ლი და ორი შვი­ლი, ნუცა და ანა მია ჰყავს. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია მისი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია და ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან ამი­ლახ­ვა­რი მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­დან ერთ-ერ­თია. (ფლან­გვის დე­ტექ­ტო­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 2021 წლი­საა, “ოც­ნე­ბას” 13 მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ჰყავს).

ამი­ლახ­ვარს თბი­ლის­ში უფიქ­სირ­დე­ბა ერთი ბინა ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, სარ­და­ფი და მან­სარ­და. ასე­ვე უფიქ­სირ­დე­ბა ბინა ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 500 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს 10 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე 15 000-ად შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, 5000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე შინ­დის­ში აქვს 798 000 ლა­რად ნა­ყი­დი ნაკ­ვე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ამი­ლახ­ვა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 76 000 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი Mercedes GLE 450, ხოლო მის მე­უღ­ლეს 52800 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი Mercedes GLC 250 ყავს.

დე­პუ­ტა­ტი ფლობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავეჯს, ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებ­სა და სამ­კა­უ­ლებს. კერ­ძოდ, მის სა­კუთ­რე­ბა­შია – 25000 ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი, 28000-ად ნა­ყი­დი 2 ცალი ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 9700 ევ­როდ ნა­ყი­დი სა­ა­თი, ასე­ვე ან­ტიკ­ვა­რუ­ლი სა­ა­თი და რო­ი­ა­ლი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს, ნინო წე­რე­თე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 22000 ლა­რად ნა­ყი­დი სა­ა­თი, ასე­ვე 4900 ევ­როდ ნა­ყი­დი სა­ა­თი, 47000 ლა­რად ნა­ყი­დი ოქ­როს სა­მე­უ­ლი და 32000 ევ­როდ ნა­ყი­დი ოქ­როს ბე­ჭე­დი.

ნინო წე­რე­თელს და­ნა­ზო­გი შე­მო­სავ­ლის სა­ხით 40 000 დო­ლა­რი უფიქ­სირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წი­ლებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში, ნინო წე­რე­თე­ლი ფლობს 100 პრო­ცენ­ტი­ან წილს შპს “თოუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტში” და არის ამა­ვე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე არის შპს ნიმი სა­ქარ­თვე­ლოს დი­რექ­ტო­რი, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში პარტნი­ო­რად მი­თი­თე­ბუ­ლია გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი.

რას შე­ე­ხე­ბა ხელ­ფასს, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს 47 157 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი 2021 წელს პარ­ლა­მენ­ტი­დან, ხოლო ნინო წე­რე­თელს, რო­მე­ლიც ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია, 2021 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 3750 ლარი აქვს და­რი­ცხუ­ლი. ასე­ვე თბი­ლი­სის ღია სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მე­ნე­ჯე­რია, 11 700 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ვალს, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად ფიქ­სირ­დე­ბა, რომ წყვილ­მა გა­სულ წელს შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თვის 25 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა, ასე­ვე შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის ხარ­ჯებ­შია 5 ათა­სი დო­ლა­რი. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და­ხა­რუ­ლი აქვთ 20000 ლარი, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში – 70 000 ლარი, ხოლო ტან­საც­მლის შე­ძე­ნა­ში – 50 000 ლარი. დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი აქვთ 30 000 ლარი.

წყარო





Губернаторы России
Москва

Собянин: Благоустройство улицы Бутлерова в ЮЗАО завершено





Москва

Источник 360.ru: автобус протащил зажатую дверями женщину на юго-западе Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алла Пугачёва

"КП": особняк Пугачевой в Бережках не могут продать из-за низкого спроса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Подмосковье прошли соревнования Кубка Kramar Motorsport по автокроссу

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.


Андрей Рублёв

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Происшествия

Работники транспортных прокуратур совместно с воспитанниками «Семейного центра Можайский» посетили парк «Патриот».



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России