Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად ოთხ ტელეარხზე გაერთიანებული ეთერი გადის

0
„მთავარ არხის", „ფორმულის", „TV პირველის" და „კავკასიის" ეთერებში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ერთობლივი თოქშოუ გადის.


გადაცემას წინ უძღოდა ახალი მოძრაობის, „ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" დაფუძნება. დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან (სადაც ნიკა გვარამია სასჯელს იხდის) ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?"  წევრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს.


„ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია", - მიიჩნევენ მოძრაობის წარმომადგენლები.


ნიკა გვარამიას სახელით, „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ის თანადგომისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში. მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს - კრიტიკულ მედიას!" - წერს გვარამია.




16 მაისს ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.


ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.








 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России