Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ხოშტარია აეროპორტში მივიდა და მწერალ ფილიპ დზიადკოს შემოშვება მოითხოვა

0
ხოშტარია აეროპორტში მივიდა და მწერალ ფილიპ დზიადკოს შემოშვება მოითხოვა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მოითხოვა მწერალ ფილიპ დზიადკოს ქვეყანაში შემოშვება.აეროპორტში მობილიზებული არიან პოლიციელები. იქ  ხოშტარიას გარდა, არიან პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და აქტივისტები.

„სირცხვილია, რომ არ უშვებენ ანტიპუტინისტ ადამიანს. ეს პოლიცია ასრულებს რაღაც დავალებას. მთელი ღამე გაატარა ამ რაღაც პატარა სივრცეში, სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... ლარსზეც იყო ასეთი შემთხვევა. ასე უდიერად ეპყრობიან. მოვითხოვე გასაუბრება მასთან და მაინტერესებს, რის საფუძველზე არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, რომელიც ებრძვის იმპერიას ჩვენი ინტერესებისთვის. ვინც იმპერიას ებრძვის, იმას, რომ არ უშვებენ, უკრაინიდან მოწვევაზე უარს, რომ იძახიან, ევროპული ვიზები, რომ არ უნდათ, რუსეთის მოგება რომ არ უნდათ, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი. ამ ქვეყანას რუსეთში ვერ შეიყვანენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მწერალი, გამოცემა Arzamas-ის რედაქტორის ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვების შესახებ მისმა ძმებმა განაცხადეს. ტიხონ დზიატკო ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ტიმოფეი დზიადკო კი ჟურნალისტი.

„ფილიპ დზიადკო, რომელიც თითქმის ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში რა შეუშვეს მიზეზის აუხსნელად. მთელი ღამე აერტოპორტში ამყოფეს, ახლა კი ტელეფონის ჩამორთმევას ცდილობენ“, - დაწერა ტიხონ დზიადკომ.

„გუშინ 22:30 საათზე, ჩემი ძმა ფილიპ დზიადკო, ვენიდან თბილისში ჩაფრინა, სადაც ცოლთან და ქალიშვილთან ერთად თითქმის წელიწადია ცხოვრობს. საპასპორტო კონტროლზე „სისტემა დაეკიდა“. მთელი რეისი გავიდა ის კი დარჩა. თბილისის აეროპორტში უკვე 14 საათი გაატარა. 10:30 საათზე აცნობეს, რომ შესვლაზე უარი უთხრეს. ვენის რეისი, რომლითაც მისი დეპორტაცია მოხდება 23 თებერვალსაა, 3 დღეში, ან ბილეთი თავად იყიდეო. ფილიპი უფანჯრო ოთახში ზის, სხვაგან ჯდომა არ შეიძლება. ცდილობენ ტელეფონის ჩამორთმევას“,- დაწერა სოციალურ ქსელში ტიმოფეი დზიადკომ.

მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ან ხანგრძლივი შემოწმების გავლა მოუწია რამდენიმე რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს.

გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსული კრიზისცენტრის «Насилию.нет»-ის დამფუძნებელი ანა რივინა. ანა რივინას მიერ დაფუძნებული კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. 2020 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი შეიტანა ჩამონათვალში იმ არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს თავად რივინაც, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე“, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კანონით, ქართველ მესაზღვრეებს უფლება აქვთ უარის კონკრეტული მიზეზი არ განმარტონ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Производство одежды в Москве за последние пять лет выросло в 62 раза





Москва

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин назвал самые быстрорастущие отрасли производства в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Кукольный коллектив из Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети, Новости - выступление в дацане на конкурсе по бурятскому языку




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В новой Москве соревновались нештатные формирования

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Only Bet – бесплатные прогнозы на спорт


Новак Джокович

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России