Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ბადრი ესებუამ უარი თქვა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ დაცვაზე

0

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა ბადრი ესებუამ უარი განაცხადა, რომ მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.

ბადრი ესებუას სახელით სასამართლოში შესული განცხადება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ წაიკითხა და თქვა, რომ ბადრი ესებუას არ სურს მისი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და უნდა, რომ პროცესზე იცავდნენ ადვოკატები იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია.

ბადრი ესებუამ მოსამართლის მიმართვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ეთანხმება წაკითხულის შინაარსს. ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი ბადრი ესებუასთან დამშვიდობების შემდეგ დატოვა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში ალექსანდრე კობაიძემ თავისი აცილების გადაწყვეტილება ესებუაზე განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშირა.

"როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა დღეს პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა და მას დღეს ათქმევინეს, რომ ერთ-ერთ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აეცილებინა. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და მას ეს გააკეთებინეს“, - თქვა კობაიძემ.

მას თავისი ვარაუდის არგუმენტები არ განუმარტავს. თქვა, რომ ბადრი ესებუას იზოლატორში შეხვდება და მისგან მოისმენს პასუხებს.

ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას საქმეში 20 თებერვლიდან ჩაერთო. მანამდე და ახლაც ბადრი ესებუას ინტერესებს იცავენ ადვოკატები იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია.

20 თებერვალს ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო საქმეში ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ჩართვა, შესაბამისად ის ამ საკითხზე ბადრი ესებუასთან კონსულტაციას გეგმავდა. თავად ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმეში ბრალდებულის მოთხოვნით ჩაერთო და მისი მთავარი მიზანი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მძევლად არის აყვანილი.

ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის ივლისში 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე სხდომა დაზარალებულთა გამოკითხვით გრძელდება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა- შენახვის მუხლით წარუდგინა. ის არც ამ მუხლით წარდგენილ ბრალს აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником





Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Пополнение в семье: дочь Джигана и Оксаны Самойловой «стала мамой»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России