Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ანა ნაცვლიშვილი: ქართული ოცნება არის მარტო რუსულ კანონთან

0
ანა ნაცვლიშვილი: ქართული ოცნება არის მარტო რუსულ კანონთან

პარლამენტში, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც შალვა პაპუაშვილმა განსახილველ საკითხად მიიღო "ხალხის ძალის" ინიციირებული კანონპროექტები "უცხოეთის აგენტების შესახებ", ქალმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი მანდატისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ამ კანონის წინააღმდეგ. 

"ამ პროცესში რუსული კანონის ჯიქურ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებისას ქართული ოცნება არის მარტო. მთელი ოპოზიცია არის ერთად, მთელი საზოგადოება არის ერთად, მთელი დასავლური სამყარო დგას ამ ქვეყნის გვერდით და არ იშურებს ენერგიას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შეახსენოს რომ რუსული კანონის მიღება არის ამ ქვეყნის საწინააღმდეგო და კარს უკეტავს ქვეყანას დასავლეთში" - თქვა ხათუნა სამნიძემ. მან თქვა, რომ ამ კანონების მხარდამჭერებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ რუსული ინტერესების გამტარები იქნებიან საქართველოში. 

"არ გავჩერდებით არც ერთი ჩვენგანი, არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, დაღი დაასვას ამ ქვეყანაში თავისუფალ და საღად მოაზროვნე ადამიანებს. ქართულ ოცნებას არ უნდა დაინახოს ის ტალღა, ის ზვავი, რომელიც მოდის მათ წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყოველდღიურად რამდენიმე განცხადება ვრცელდება ხელმოწერებით, რომ არ დაუშვას ამ ქვეყნის შეტრიალება რუსეთისკენ" - თქვა ხათუნა სამნიძემ და დაამატა, რომ მათ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეახსენეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ის უდგას სათავეში ამ პროცესს და უხსნის გზას. 

ამ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა კოლეგები "ისტერიის დათესვის მცდელობაში" დაადანაშაულდა დ ათქვა, რომ "პატრიოტობაზე თავს არ დააადებინებდა არავის." 

ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას პრინციპული პოზიციისთვის საქართველოს ინტერესების დაცვისას და თქვა, რომ ოპოზიციაც ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე. მან თქვა, რომ მმართველი პარტია არის მარტო "რუსულ კანონთან." 

"ქართული ოცნება" ემზადება იმისთვის, რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტაქტიკა ტალღების და ბრაზის გადაგორების. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას. ჩვენ აქ არ გავჩერდებით, არ მივცემთ მათ შესაძლებლობას, გველაპარაკონ პეპლებსა და ყვავილებზე, მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, არ გაჩერდეთ" - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Начался прием заявок на конкурс грантов для социальных НКО





Москва

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Оркестр

Оркестр Центрального округа Росгвардии выступил на площади у Большого театра в честь Дня защиты детей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Баскетболисты из Лобни завоевали золото на турнире Moscow Open

Дмитрий Вязьмикин – тренер по индивидуальной подготовке молодежного футбола «Локо»

Среди сотрудников уголовно-исполнительной системы Республики Дагестан определили лучшего гроссмейстера


Анастасия Потапова

Организм был не в состоянии: Потапова прокомментировала поражение на «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России