Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

აზერბაიჯანული მედია ყარაბაღში „სომხურ-რუსული კოლონის უკანონო გადაადგილების“ კადრებს ავრცელებს

0

ყარაბაღში მორიგი შეტაკების შემდეგ, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება კადრები, რაც, პროსახელისუფლები მედიის თანახმად, ასახავს სომხური ტექნიკის რუსი სამშვიდობოების ესკორტით გადაადგილებას.

კადრები 7 მარტს გაავრცელა აზერბაიჯანულმა საიტმა Caliber.az-მა, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკავშირებენ და რომელიც ხშირად აქვეყნებს სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას.

Caliber-ი წერს, რომ კადრები 7 მარტით თარიღდება და უჩვენებს „უკანონო სამხედრო კოლონის გადაადგილებას „ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ გრუნტის გზის გამოყენებით.

სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან სტეფანაკერტამდე ძირითადი გზა ლაჩინის დერეფანია, „ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ გრუნტის გზა კი ალტერნატიული გზაა. სწორედ აქ მოხდა 5 მარტს ბოლო დაპირისპირება. აზერბაიჯანმა მოსკოვსა და ერევანს შეახსენა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, „ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“ ნებისმიერი სახის გადაადგილებისათვის დაშვებულია „მხოლოდ ხანქენდი-ლაჩინის გზა“, - ესე იგი, ლაჩინის დერეფანი.

Caliber-ის თანახმად, ახლადგავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სომხურ კოლონას, რომელიც ამ გზას „უკანონოდ უვლის გვერდს“, თან ახლავს რუსი სამშვიდობოების კონტინგენტი. უფრო ზუსტად, მათი ვერსიით:

რუსი სამშვიდობოების ორი, УАЗ Patriot-ის მარკის ავტომობილი წინ მიუძღვება კოლონას;

მათ მოსდევს Ural-ისა და KamAz-ის მარკის გადახურული სატვირთოები, რომლებსაც გადააქვთ წყლის რეზერვუარი;

კოლონას ბოლოში მოსდევს ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82A, რომელზეც რუსეთის დროშაა აღმართული;

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოლონის მიზანია, სომხურ უკანონო სამხედრო ფორმაციას მიაწოდოს საკვები, წყალი და შეიარაღება“, - წერს Caliber-ი.

აზერბაიჯანულ მედიაში აღნიშნული კადრების გავრცელებას წინ უძღოდა სომხური წყაროების მიერ, სავარაუდოდ, 5 მარტის ინციდენტის ამსახველი კადრების გავრცელება, შემდეგ კი რუსეთის სამშვიდობო ძალების განცხადება 6 მარტს.

ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის განცხადების თანახმად, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა, „ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საავტომობილო კოლონა გადაადგილდება გორისი-სტეფანაკერტის მარშრუტით“.

„სავარაუდოდ, ვიხილავთ მორიგ დიპლომატიურ შელაპარაკებას მოსკოვთან“, - დაწერა Caliber-ის მიერ კადრების გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ფუად შაჰბაზმა ტვიტერზე.

5 მარტის კადრები

5 მარტს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის მისადგომებთან შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიღუპა ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიციის სამი ოფიცერი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

სტეფანაკერტისა და ერევნის თანახმად კი УАЗ-ის მარკის მიკროავტობუსი სტეფანაკერტიდან მოდიოდა ყარაბაღის სოფლების, ჰინშენისა (ქიჩიქ-ყალადარასი) და მეცშენისკენ (ბოიუქ-ყალადარასი), და არა სტეფანაკერტისაკენ, როგორც ამას ბაქო ამბობს; მათი თქმითვე, სომეხი პოლიციელები შეიარაღებულები არ ყოფილან და წარმოადგენდნენ „არცახის რესპუბლიკის პოლიციის საპასპორტო და ვიზის დეპარტამენტს“. სტეფანაკერტის ვერსია ასეთია:

ავტომობილს, რომელსაც ყარაბაღელი პოლიციელები სტეფანაკერტიდან ლისაგორის (აზერბაიჯანული დასახელება - თურშსუ) მიმართულებით გადაჰყავდა, აზერბაიჯანული „დივერსიული ჯგუფი“ დაესხა თავს;

15 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყეში იმალებოდნენ, არცახის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა თავს დასხმოდნენ ავტომობილს;

ავტომობილს, საბოლოოდ, სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მიუახლოვდა; მოკლეს სამი სომხური წარმოშობის ყარაბაღელი პოლიციელი;

აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციებისაკენ უკან დახევა; ამ დროს მათ ცეცხლი გაუხსნეს [ყარაბაღის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა], რა დროსაც „იწვნიეს მსხვერპლი“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად კი, მათ მიიღეს „ოპერატიული ინფორმაცია“, რომ სომხეთის ტერიტორიიდან მთიანის ყარაბაღის მიმართულებით „უკანონო სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და პერსონალი“ გადაადგილდებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „უკანონო სამხედრო ტექნიკა“ ცდილობდა, გვერდი აევლო „ლაჩინის დერეფნისათვის“, - ძირითადი გზისთვის, - და ალტერნატიული, გრუნტის გზით („ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ მონაკვეთი) შესულიყო მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქში.

„5 მარტის დილას, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სცადეს უკანონო სამხედრო მარაგის გადამტანი სატვირთო ავტომობილის შეჩერება და შემოწმება. მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ.





Губернаторы России
Москва

Собянин объявил об окончании строительства городского вокзала «Кутузовская»





Москва

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Земфира

Земфира Алиева из Новосибирска стала звездой шоу про главных атлетов страны




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Среди сотрудников уголовно-исполнительной системы Республики Дагестан определили лучшего гроссмейстера

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей


Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Желдорреммаш

ЧЭРЗ запланировал оздоровительную кампанию для сотрудников и их детей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России