Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

მამუკა მდინარაძემ "აგენტების შესახებ" კანონპროექტის დღესვე განხილვის წინადადება დააყენა

0
მამუკა მდინარაძემ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობენ, განიხილონ თუ არა დღესვე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის "ამერიკული ვერსია". ეს წინადადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამოაყენა.

"გთავაზობთ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს იმიტომ, რომ მოესწროს, ელემენტარულად. გადახვევებით და რეგლამენტის უხეშად გამოყენებით არ იყოს ჩაშლა" ,- თქვა მდინარაძემ, რასაც დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონპროექტის დღესვე განხილვის წინააღმდეგია ოპოზიცია. სხდომას არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების დიდი ნაწილი, რადგან "ქართული ოცნების" საჯარო განცხადების მიხედვით, ე.წ. აგენტების კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ.

"გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა უმრავლესობის სხდომიდან და საქართველოში საზოგადოებას უთხრა, რომ კენჭისყრები და განხილვები აგენტების რუსულ კანონზე იქნებოდა ხუთშაბათს. რა გამოვიდა, რომ არა მხოლოდ საზოგადოებას ამცირებთ, არამედ თქვენს სიტყვას გადადიხართ მაშინ, როდესაც დაჩქარებული წესით გამოგაქვთ ეს კანონი განსახილველად. მე ხომ ვზივარ ამ დარბაზში? ანუ რას ეუბნებით კოლეგებს, რომ დარბაზში შემოსვლა არ შეუძლიათ? ეს არის კიდევ ერთი დამცირება ადამიანების, ვინც გარეთ დგას", - თქვა სხდომაზე ხატია დეკანოიძემ.

"პროცედურული ვირეშმაკობა" უწოდა "ქართული ოცნების" წინადადებას დეპუტატმა რომან გოცირიძემ:

"დებატები უნდა გაიმართოს ამ კანონზე და, რა თქმა უნდა, უნდა ესწრებოდეს მთელი ოპოზიცია. თქვენ გააკეთეთ ისე, რომ ამ კანონის განხილვა ჩატარდეს ცარიელ დარბაზში. ესაა პროცედურული ვირეშმაკობა. თქვენი ამოცანაა, აიცილოთ ის ტკივილები, რომელსაც ყოველდღიურად განიცდით".

განახლება: მამუკა მდინარაძის განცხადებიდან მალევე, პარლამენტმა ე.წ. ამერიკული ვერსიის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის  ნაცვლად, დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

 

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты





Москва

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл пешеходную галерею между станциями метро и МЦД-4 Кутузовская



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Полина Гагарина

Полина Гагарина заявила о победе над Ольгой Кормухиной по обвинению в плагиате песни




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Баскетболисты из Лобни завоевали золото на турнире Moscow Open

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

Дмитрий Вязьмикин – тренер по индивидуальной подготовке молодежного футбола «Локо»


Ролан Гаррос

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Выставка-откровение «О городе своем красивыми словами»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России