Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტს "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებზე პოზიციის გამოხატვას სთხოვენ

0
თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ განცხადებით და ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას სთხოვენ.

მოძრაობაში "სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ" სჯერათ, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირისპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლიდან დგას.

"ბოლო რამდენიმე დღემ ნათლად დაგვანახა, რომ პროტესტის მსგავსი ფორმები დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და აძლიერებს ჩვენს ხმას კანონპროექტების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ახლა დგას გადამწყვეტი მომენტი, როცა სტუდენტების მიმართ აკადემიურ სივრცეებში გამოხატული მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართავთ განცხადებით, რომლითაც ვთხოვთ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას. მოძრაობის წევრებმა ასევე გავაგზავნეთ განცხადება საფაკულტეტო საბჭოს სახელზე იდენტური თხოვნით", - ნათქვამია სტუდენტების საჯარო მიმართვაში.

მათივე თქმით, ვინაიდან მათ წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება მათი და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რექტორის, ჯაბა სამუშიას მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას.

პირველ მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, ყოფილმა სტუდენტებმა წერილით მიმართეს, რომელშიც სთხოვდნენ, უარი ეთქვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. სტუდენტებმა დეპუტატ ლექტორს ბოიკოტიც გამოუცხადეს.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты





Москва

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт "Отражения" к 225-летию А.С. Пушкина томичи смогут увидеть в прямой трансляции




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Дмитрий Вязьмикин – тренер по индивидуальной подготовке молодежного футбола «Локо»

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Среди сотрудников уголовно-исполнительной системы Республики Дагестан определили лучшего гроссмейстера


Ролан Гаррос

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России