Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ომბუდსმენის აპარატი რუსთაველზე მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება

0
ომბუდსმენის აპარატი რუსთაველზე მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც პოლიცია სპეციალური საშუალებების, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით შლის.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში, რომელიც ასევე მოიცავს ზოგად განმარტებას კანონიდან შეკრებისა და დემონსტრაციის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

"შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას", - წერს ომბუდსმენის აპარატი.

დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე პარტია "მოქალაქეების" წევრი, ახლა უკვე ყოფილი დეპუტატი ლევან იოსელიანი დაამტკიცა.

რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული 2 კანონპროექტიდან ერთ-ერთის -"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - განხილვა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით დღესვე მიიღო.

რუსთაველზე დემონსტრანტების დასაშლელად მობილიზებულია სპეცრაზმი, პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Арутюнов

Звездная встреча: Дольф Лундгрен и Сергей АРУТЮНОВ зажгли вместе в Казахстане. И при чём тут фрикадельки из IKEA?...




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане


Матс Виландер

Экс первая ракетка мира Виландер оценил шансы Паолини на победу в финале «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России