Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

HRW და AI: ხელისუფლება "უცხოეთის აგენტებზე" კანონს იარაღად გამოიყენებს სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის

0
HRW და AI: ხელისუფლება

საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაჭრით უკუაგდოს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ორი კანონპროექტი, რომლებსაც ის განიხილავს, - განაცხადეს 7 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს კანონპროექტები არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას ადამიანის უფლებების სფეროში და სტანდარტებს, რომლებიც იცავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიზანია მარგინალიზაცია და დისკრედიტაცია დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებებისა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება და რომლებიც საქართველოს ფართო საზოგადოებრიობის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა. „ისინი აშკარად გამიზნულია კრიტიკული ჯგუფებისა და მნიშვნელოვანი მედიის შესაზღუდად, ისინი არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და სერიოზული შემაფერხებელი ზემოქმედება ექნება ჯგუფებსა და კერძო პირებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.“

განცხადების ავტორები შენიშნავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებული ვალდებულებები იმეორებს საგადასახადო და სხვა ორგანოების მიმართ უკვე არსებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო შეუქმნის საფრთხეს იმათ კონფიდენციალურობას, ვინც დაკავშირებულია ამ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებთან.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, კანონპროექტების მომხრეებს არ აუხსნიათ, კონტროლის ეს დუბლირება როგორ გაზრდის გამჭვირვალობას ან ანგარიშვალდებულებას. „როგორც ჩანს, [კანონპროექტები] წარმოადგენს აშკარა მცდელობას, შეზღუდოს ასოციაციებისა და მედიის უნარი, იმოქმედონ თავისუფლად და დამოუკიდებლად, და მოახდინოს დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია“, - ნათქვამია Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივ განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველთა თქმით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით გათვალისწინებული ბევრი ცნება ბუნდოვანია. მათ შორისაა „პოლიტიკური საქმიანობა“, რომელიც კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს უფლება გაერთიანების თავისუფლებაზე.

Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი ახსენებენ აშშ-ის ანალოგიურ კანონმდებლობას უცხოეთის აგენტთა რეგისტრირების შესახებ (FARA) და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტების ინიციატორთა მხრიდან ეს შედარება არ არის გულწრფელი და ის მცდარია, ვინაიდან აშშ-ში ეს კანონი პირველ რიგში არეგულირებს ლობისტების საქმიანობას და არ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის დასუსტების იარაღს.

„სხვადასხვა გამონათქვამები კანონპროექტების ინიციატორთა და მმართველი პარტიის ლიდერთა მხრიდან, რომლებიც სულ უფრო მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ოპოზიციას უჭერენ მხარს, აშკარად მოწმობს, რომ მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ამ კანონს იარაღად გამოიყენებს იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების შემდგომი სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი“, - წერენ Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი.

უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება „რადიკალურად“ მიიჩნევს ჯგუფებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მათ ბრალს სდებს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელშეწყობაში.

„მსგავსი განცხადებები დამაშინებელ სიგნალს უგზავნის სახელმწიფოს კრიტიკოსებს, რომლებსაც შესაძლოა რეპრესიების შიშით ხელი ააღებინონ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვაზე“, - წერენ განცხადების ავტორები.

ისინი ასევე შენიშნავენ, რომ „კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით (ICCPR) ნაკისრ ვალდებულებებს“.

განცხადებაში საუბარია ასევე რუსეთში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობაზე, რომელიც მწვავე კრიტიკის საგანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. უფლებადამცველი ორგანიზაციები ახსენებენ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის ეს კანონმდებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანებების თავისუფლების უფლებას.

„შეთავაზებული კანონპროექტები არღვევს უფლებას გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი არასოდეს არ უნდა იქნეს მიღებული. ისეთი კანონპროექტების მიღების ნაცვლად, რომლებიც აშკარად ხელს უშლის დამოუკიდებელი ხმების მუშაობას, რომლებიც მთავრობას არ მოსწონს, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს გზებზე, რომლებიც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს გარანტირებისთვის“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მერი სტრაზერსმა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал об итогах чемпионата «Абилимпикс»





Москва

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл пешеходную галерею между станциями метро и МЦД-4 Кутузовская



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Евгений Маргулис

«Пензенский Майкл Джексон»: Тимур Родригез стал героем шоу Квартирник НТВ у Маргулиса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Баскетболисты из Лобни завоевали золото на турнире Moscow Open


Ролан Гаррос

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

Здравый смысл против дезинформации официозной пропаганды



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России