შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 6 პირია დაკავებული
0
ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 6 პირია დაკავებული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ამ დროისთვისაც გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილი, წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ, ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდა.