ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის…
„ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს,“ – ამ სიტყვებით მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელჩმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასა.
„ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს – ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გეგმა გაქვთ დიდი ხანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისფედს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება გაუპრავეთ და სულ სანაქებო ენჯეო ეძახეთ. ამჯერად თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით. ქართველი ხალხი ბრძენია და აუცილებლად გამოიტანს დასკვნას თქვენი დამოკიდებულებისგან,“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.