Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

0
ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის:

"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე".

დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს.

მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბოლო დღეებია, კატეგორიულად და ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა განცხადებაში კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“ მოემსახურება და არის „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელი“.

სწორედ ის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც წლებია საქართველოში მილიონობით ევროსა და დოლარს ხარჯავენ ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ამ ქვეყნების საპასუხოდ, კანონპროექტების ავტორები დაჟინებით იმეორებენ, რომ კანონპროექტებს არაფერი აქვს საერთო იმ საფრთხეებთან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციას.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Большой театр

Театральный фестиваль «БАШНЯ» в Калининграде откроет Большой театр России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Искусство продвинутого анализа в спортивном прогнозировании

Никакой магии! В спортивном прогнозировании не бывает безусловных выигрышных стратегий

Полезные приложения для поклонников спортивной ходьбы


WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

МЧС: в Архангельске горит теплоход "М. В. Ломоносов", он находится на ремонте



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России