Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

„ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადა ამოიწურა - ვაშაძემ შემდგომი ნაბიჯები გამოაცხადა

0
„ქართული ოცნებისთვის

მოთხოვნების შესრულების მიზნით, ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციის და სამოქალაქო ორგანიზაციების სახელით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შემდგომი ნაბიჯები გამოაცხადა. ამასთან, ვაშაძემ დემონსტრანტებს კვლავ სთხოვა მის მიერ დაყენებულ წინადადებაზე თანხმობის გამოცხადება, რაზეც მას ტაში დაუკრეს. 

როგორც პოლიტიკოსმა თქვა, ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არ გამოსულა. ამასთან, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არც საჯარო განცხადება გაუკეთებიათ აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნების შესახებ.

„ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას. ეს გადაწყვეტილება არის, საინიციატივო ჯგუფის, ყველასი, აქ ვინც დგას, სხვადასხვა ჯგუფის. ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში. ყველა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო, - განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რას იგეგმება, 9 მარტს, - ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ პიკეტირება და არ ჩავატარებინოთ სესია. მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ უნდა ემსახურებოდეს რუსულ ინტერესებს".

გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეები დაიძრნენ და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობას წრეს არტყამენ.

დაახლოებით ერთი საათის წინ ხელისუფლების წინაშე ორი მოთხოვნა დააყენეს. ესენია: 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევა.

7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

კანონპროექტის განხილვის დაწყებისთანავე პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების შეკრება დაიწყო - ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ე.წ. აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ. მათი აღქმით, ამ კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან აახლოებს და მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის გაქრობას, კრიტიკული ხმის გაჩუმებას და საზოგადოების დაშინებას.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака





Москва

Открытие восьмого сезона программы «Военные оркестры в парках» в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Мама Тимати рассказала, как относится к нынешней девушке рэпера




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


WTA

Соболенко вышла в финал турнира WTA-1000 в Риме, в двух сетах обыграв Коллинз



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России