Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

კობერიძე ლომჯარიას:  ახალგაზრდები იბრძვიან და ამბობ, ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია

0
კობერიძე ლომჯარიას: 
ახალგაზრდები იბრძვიან და ამბობ, ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია

„გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შესახებ. როგორც კობერიძემ თქვა, აქციაზე იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. მან ნინო ლომჯარიას განცხადება მავნებლობად შეაფასა.

„აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ეს ადამიანების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, არც გაუგია, რადგან დინამიკი არ იყო იმ დონის. ხალხი თვითორგანიზებული იყო. ისეთი ხალხი იყო, ვისაც, შეიძლება, ვაშაძისთვის კი არა საკუთარი დედ-მამისთვის არ მოესმინა და მათმა ნაწილმა, შესაძლოა, არც იცოდა, ვინ არის ცოტნე კობერიძე ან გიორგი ვაშაძე. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე მოვარტყათო. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან მაშინ, როდესაც პიკეტირება ყოფილა.

გუშინ ვითომ ქულები დაიწერეს, რომ კმაყოფილები იქნებოდნენ ამომრჩევლები, ვინც თვლიდნენ, რომ ვაშაძე შეიძლება გაეშავებინათ. ეს გამოიყენეს. ამის გამო, ესენი მავნებლები არიან. ამ განცხადებით, ჩემთვის ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა. გუშინ, რაც ხდებოდა, „ოცნებას“ აწყობდა? თუ აწყობდა, დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ნინო ლომჯარიამ „ფეისბუკის" პირად გვერდზე გიორგი ვაშაძეს „რეჟიმის მოკავშირე" უწოდა. ვაშაძემ კი ​ლომჯარიას ბრალდება უსამართლოდ მიიჩნია.

„უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 8 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე გიორგი ვაშაძემ, როგორც თავად თქვა, სხვა ორგანიზატორებთან შეთანხმებით, ათასობით დემონსტრანტს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საპოლიციო ძალებმა კი გამოიყენეს წყლის ჭავლი, პილპილის აეროზოლი და  ცრემლმდენი აირი.

დემონსტრაციის დაშლა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა ქუჩებში პროტესტის გამოხატვას განაგრძობდნენ. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ და ბარიკადები მოაწყვეს. სპეცდანიშნულების რაზმმა, სპეცტექნიკის დახმარებით, აქცია კვლავ დაშალა, რის შემდეგაც დემონსტრანტები გზადაგზა აწყობდნენ ბარიკადებს, თუმცა მათი მასობრივად დაკავების შემდეგ, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა მომიტინგეებისგან გათავისუფლეს.

რამდენიმე საათში „ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომ ისინი გაიწვევენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ნინო ლომჯარიამ გიორგი ვაშაძის შესახებ „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი წაშალა.

დღეს, 9 მარტს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, კვლავ გაიმართება აქცია.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას - გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, არიან დაჭერილები", - განაცხადა ბრიფინგზე ცოტნე კობერიძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма





Москва

УЗИ и КТ при диагностике урологических заболеваний: что выбрать


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Надо же, совсем другой человек»: народ оторопел от сногсшибательного образа Анастасии Волочковой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России


WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Рабочий визит в Республику Беларусь совершил воронежский губернатор



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России