Variety: ამერიკის კინოაკადემიამ უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე
ამერიკის კინოაკადემიამ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიისას.
ამის შესახებ იტყობინება ჟურნალი Variety წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ "ოსკარის" ორგანიზატორებმა უკვე მეორედ უთხრეს უარი კიევს.
ზელენსკის ადმინისტრაციას ოფიციალურად არ უცნობებია პრეზიდენტის სურვილის შესახებ, სიტყვით გამოსულიყო ცერემონიაზე. უკრაინელი პრეზიდენტის მიმართვა აჩვენეს კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალებზე და "ოქროს გლობუსის" პრიზებით დაჯილდოების ცერემონიაზე. კინოაკადემიას ამ თემაზე კომენტარი Variety-სთან არ გაუკეთებია.
გასულ წელს, როგორც ჟურნალი იტყობინება, ზელენსკის გამოსვლის წინააღმდეგი იყო პრიზებით დაჯილდოების ცერემონიის პროდიუსერი, უილ პაკერი. მან, როგორც გამოცემის წყაროები იტყობინებიან, შიში გამოთქვა, რომ ჰოლივუდი უკრაინაში ომს იმიტომ უთმობს ყურადღებას, რომ ის თეთრკანიანებს ეხება, ხოლო მსოფლიოში არსებულ სხვა კონფლიქტებს უგულებელყოფს.
"ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 13 მარტს გაიმართება. ეს 95-ე ცერემონია იქნება, „ოსკარი“ გაიცემა 23 ნომინაციაში.