Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად

0
თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად

თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“.

„მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვები, რაც შეერთებული შტატებისა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისგან შემდგარმა კოალიციამ დაუწესა რუსეთს, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ომის გამო“, - წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, სალივანმა და ზურაბიშვილმა იმსჯელეს ასევე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე; ხაზი გაუსვეს საერთო დაინტერესებას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეფორმების „ერთიანი და ინკლუზიური“ მიდგომით განხორციელების მიმართ.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა „საერთო შეშფოთება უცხოეთიდან დაფინანსების გამო სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრირებასა და სტიგმატიზებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე, რომლებმაც შესაძლოა, შეაფერხონ ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამუშაო, მიმართული თავიანთი თემების გაუმჯობესებისკენ“.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზურაბიშვილი და სალივანი „მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ“.

„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე, 10 მარტს, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ.

ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию





Москва

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Объем закупок у малого бизнеса с 2024 года составил почти 227 миллиардов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

За лечение рака в терминальной стадии: Елена Малышева и Александр Розенбаум вручат премию лучшим врачам страны




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Московские школьники завоевали четыре медали на престижной Международной олимпиаде

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов 12 июня установил мировой рекорд по чеканке мяча в «Лахта Центре»

В Москве вручили премию МУЗ-ТВ — 2024


WTA

«ITF решила пойти по пути WTA и ATP, которые давно допускают россиян» — Янчук



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России