სანდრო ელოშვილი: ამ ფოტოშიც ქართველია, ამ ფოტოშიც იღიმის და ბედნიერია, ამ ფოტოშიც ჩემპიონია, იმიტომ რომ მას სურს ერქვას გამარჯვებული ქართველი!
0
“ფოტოზე ერთ კარგ, თბილ, მოსიყვარულე იმერელ კაცს ხედავთ, რომელიც მავანის აზრით ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის გამო უფუჭებს სახელმწიფოს მიგრაციულ სალდოს, ისე კი თავისი წილი, ცხოვრებაზე ძალით გამოსართმევი და გამოსაგლეჯი ბედნიერების საძიებლად წავიდა.
იმუშავა მშენებლობაზე, სახლები დაშალა და ააშენა, იწვალა, ისწავლა, ბევრი იშრომა და თავისუფალი დროც გამონახა საკუთარი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის.
გუშინ ვნახეთ მისი ოცნება, ცხრა მთა-ზღვა-ცა-მიწა-წყალს იქით როდესაც საღამო იყო, მისი დილა თენდებოდა მის საქართველოში.
იდგა გამარჯვებული, გულზე საქართველოს დროშით, თავზე ფაფახით, და იძახდა გაუმარჯოს თავისუფლებასო!
ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ახლა ამ მაგარ კაცთან მივა ვინმე “ელჭიპიტი” ან “ლიბერასტი” ევროპელი და მას წაართმევს ქართველობას?!
ქართველობის წართმევა ჩვენ ვცადეთ – ქართველებმა, როდესაც ასეთი ნიჭიერი, ასეთი მონდომებული, შრომის მოყვარე, მებრძოლი კაცი, ლუკმა პურის საძიებლად გავუშვით ქვეყნიდან და არ მოვუფრთხილდით.
რამდენი ნიჭიერი ქართველის მოვლის, გაფრთხილების და ხელშეწყობის ფული გადავიხადეთ “შავ ჯიპებში”, მივლინებებში, არაფრის მომცემ ღონისძიებებში, ცოტაც კორუფციასა და “ატკატებში”
მერაბ დვალიშვილს ვერავინ ვერაფერს წაართმევს რაც მისია და რაც მასშია… აქეთ გვაძლევს რწმენას და იმედს!
ამ ფოტოშიც ქართველია, ამ ფოტოშიც იღიმის და ბედნიერია, ამ ფოტოშიც ჩემპიონია, იმიტომ რომ მას სურს ერქვას გამარჯვებული ქართველი!
ჩვენმა ახალგაზრდებმაც იგივე გააკეთეს ამ დღეებში, ისინიც იღიმიან და ისინიც გამარჯვებულები არიან!
ასე მგონია ერთმანეთს უღიმიან და აქ არ აქვს მნიშვნელობა გენზს გენჭს და გენჩს…
თავისუფლების ხარისხზეა საუბარი!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
მერაბ დვალიშვილი