Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

შალვა პაპუაშვილი: ყოფილი სახალხო დამცველი ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს

0

მოლოტოვის კოქტელებთან ერთად რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, არის ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში. ჩვენ ვიხილეთ მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველის „პოსტი’, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ა.შ. , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ნინო ლომჯარიას განცხადება არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელიც ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ.

,,შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს, ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ. ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ. ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყნებში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ. იმავე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა, რომ გახდეს ლიდერი. ვგულისხმობ მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით გამოდის. შედით და ნახეთ, რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან და როგორ ეიფორიაში არიან, კი, გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ და ჩავრეცხოთო. წარმოიდგინეთ, ეს მიდგომა რომ აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე-ღამეს სემინარებში ატარებს, ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი. ნათელია, რამდენად ფასადურია ზოგიერთი უფლებადამცველის და ლამაზი სიტყვებით მოსაუბრე ადამიანების განწყობა და რამდენად სცდება შინაარსი ამ ფასადს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов





Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о ключевой роли МСП в экономике страны


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта и повышении его доступности для граждан


Ролан Гаррос

Фалей уступила в квалификации открытого чемпионата Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Кадыров встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России