დღე ისტორიაში – 13 მარტი
2020 წელს ბილ გეითსმა დატოვა Microsoft-ის საბჭო მას შემდეგ, რაც დააარსა კომპანია ოთხი ათეული წლის წინ.
2014 წელს ლოს-ანჟელესში მარველის “კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცის” პრემიერა შედგა.
2004 წელს ლუჩიანო პავაროტის ბოლო საოპერო გამოსვლა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში შედგა.
1996 წელს შოტლანდიის ქალაქ დანბლეინში მასობრივი სროლის შედეგად თექვსმეტი დაწყებითი სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა.
1980 წელს სერიულ მკვლელ ჯონ უეინ გეისს, 33 ახალგაზრდა მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობისთვის, მიესაჯა სიკვდილით დასჯა.
1969 წელს აპოლო 9 და მისი ეკიპაჟი დედამიწაზე 10-დღიანი მისიის შემდეგ დაბრუნდნენ.
1942 წელს აშშ-ს არმიის რიგებში პირველი ქალი პოლკოვნიკი, ჯულია ფლიკე ჩაირიცხა.
1930 წელს კლაიდ ტომბომ გამოაცხადა პლუტონის აღმოჩენის შესახებ.
1877 წელს ყურსასმენები დაპატენტდა.
1781 წელს ასტრონომი უილიამ ჰერშელი პირველად დააკვირდა ურანს.
1697 წელს იცა, მაიას უკანასკნელი სამეფო, ესპანელებმა დაიპყრეს.
წყარო/ფოტო: The Fact Site