Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

მედია: ვინ არის ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც, შესაძლოა, თურქეთის მომავალი პრეზიდენტი გახდეს

0

თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნებს, შესაძლოა, თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც თურქეთს 20 წელზე მეტია მართავს, სერიოზული კონკურენტი გამოჩნდა – ეს არის 6 წამყვანი ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ. თურქეთში კილიჩდაროღლუ საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსია, მაგრამ მსოფლიოში მას ნაკლებად იცნობენ. ერდოღანის რეალურ შემცვლელზე სტატიას Deutche Welle ავრცელებს.

ოპოზიცია ერთიან კანდიდატს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და დიდი ხნის ძებნის მერე ასეთი კანდიდატი მართლაც გამოჩნდა – სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც 14 მაისის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სახელმწიფო სამსახური

ქემალ კილიჩდაროღლუ 1948 წელს, აღმოსავლეთ თურქეთში სახელმწიფო მოხელის ოჯახში დაიბადა. ის ოჯახში მეოთხე შვილი იყო და ერთადერთი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა. მან უმაღლესი სასწავლებელი ანკარაში დაამთავრა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით პირველი სამსახური 1971 წელს თურქეთის ფინანსთა ადმინისტრაციის ხაზინის მრჩეველი იყო. მან კარიერა სწორედ სახელმწიფო სამსახურში გააკეთა.  2006 წელს ის სოციალური მომსახურების სამსახურის დირექტორი გახდა.

კილიჩდაროღლუ ცნობილია როგორც პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი, რაც პოლიტიკაში საკმაოდ იშვიათი თვისებებია. ის კორუფციას აქტიურად ებრძოდა. მასზე ამბობენ, რომ დოკუმენტებით სავსე ოთახში ძალზე მოკლე პერიოდში შეუძლია კორუფციული სქემების გამოვლენა. „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე“ – ამბობენ თურქეთის სახალხო-რესპუბლიკურ პარტიაში.

პოლიტიკური კარიერა

სახელმწიფო სამსახურში კილიჩდაროღლუ ცნობილი იყო, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, ის კორუფციის შესახებ მოხსენებით დაიწყო, რომელიც კილიჩდაროღლუმ სახალხო-რესპუბლიკური პარტიისთვის მოამზადა.

მოხსენება პარტიის ხელმძღვანელობას მოეწონა და სწორად მათი რჩევით კილიჩდაროღლუმ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. 2022 წელს ის თურქეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს.  სწორად მაშინ გახდა თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

2007 წელს კილიჩდაროღლუ სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. ის მედიაში ძალზე პოპულარული გახდა თურქეთში კორუფციის შესახებ მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ. ის ძალზე აქტიური იყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან  სატელევიზიო დებატების დროსაც. 2009 წელს კილიჩდაროღლუ სტამბოლის მერად იყრიდა კენჭს, მაგრამ დამარცხდა.

სექს სკანდალი და პარტიის ლიდერობა

2010 წელს სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დენიზ ბაიკალი სექსუალურ სკანდალში გაეხვია და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა. პარტიის ყრილობაზე ქემალ კილიჩდაროღლუმ ყველა, 1189 ხმა მიიღო. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მისი პოლიტიკური პოპულარობა შემცირდა.

2017 წელს კილიჩდაღორლუმ „სამართლიანობის მარშში“ მიიღო მონაწილეობა, როდესაც მომხრეებთან ერთად ანკარიდან სტამბოლამდე, 25 დღეში ფეხით მივიდა, მათ 450 კმ გაიარეს,. მსვლელობა საპროტესტო ხასიათის იყო . კილიჩდაროღლუ და მისი მომხრეები პოლიტიკოსის და ჟურნალისტის, ენის ბერბეროღლუს დაკავებას აპროტესტებდნენ. მათი მიზანი თურქეთის მმართველი პარტიის მიერ რეპრესიების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მცდელობა იყო.

„არასოდეს არაფერი მწყინს“

კილიჩდაროღლუ, რომელიც შეიძლება თურქეთის მე-13 პრეზიდენტი გახდეს ცნობილია მშვიდი ხასიათით. მას ასევე „განდი ქემალს“ უწოდებენ მაჰათმა განდისთან გარეგნული მსგავსების გამო და ასევე იმით, რომ განდიც „მშვიდი ძალის“ განსახიერება იყო.

არასოდეს არაფერი სწყინს და ძალზე შვიდია. „ზედმეტად მშვიდიც კი არის, არასოდეს ხმას არ უწევს და არ ყვირის. ვერც კი შეეკამათები, ზოგჯერ ეს მისი სიმშვიდე ძალიან ნერვებს მიშლის“ – ამბობს ქემალის მეუღლე სელვი კილიჩდაროღლუ.

ახლობლები იხსენებენ, რომ როდესაც კილიჩდაღოღლუს 2019 წელს ანკარაში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, მაშინაც კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. „როდესაც შემოვიდა, სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა. მაგრამ სულაც არ ჩანდა უბედური. ჩვენ მასზე ბევრად მეტად ვნერვიულობდით, თითქოს მას კი არა, ჩვენ გაგვისწორდნენ ფიზიკურად. მან კი ჩაი შეუკვეთა და მშვიდად გააგრძელა საქმეების კეთება -“ იხსენებს სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

კილიჩდაროღლუზე ასევე “ქურთთა მუშათა პარტიის“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ხოლო „სამართლიანობის მარშის “დროს „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებმა“ მისია აფეთქება სცადეს.

საუკეთესო კანდიდატი?

ამ დადებითი იმიჯის მიუხედავად, საზოგადოება კილიჩდაროღლუს იმაში ადანაშაულებს, რომ ის არასაკმარისად ქარიზმატულია, რომ ერდოღანის შემცვლელი გახდეს.

კილიჩდაროღლუს კანდიდატად დასახელება  საკმაოდ ხანგრძლივი და რთული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. სიდიდით მეორე პოლიტიკურმა ძალამ, მემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ 6 პარტიის ალიანსიც კი დატოვა, როდესაც მათ გაიგეს თუ ვისი კანდიდატურა იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერს მერალ აკსენერი აცხადებდა, რომ კილიჩდაროღლუ არ არის ის ადამიანი, ვინც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესაბამის კონკურენციას გაუწევს. თუმცა საბოლოოდ ამ პარტიამაც კილიჩდაროღლუს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

წყარო





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Владимир Путин сенсационно получил ключевое признание от Н А Т О.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элджей

Проклятье «голой вечеринки» и полицейские проверки: куда пропал рэпер Элджей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сотрудники Росгвардии приняли участие в спортивном празднике МГО «Динамо» в Москве

Росгвардейцы обеспечили безопасность болельщиков во время матча чемпионата России по регби

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"


Мария Шарапова

Мирра Андреева может стать новой Марией Шараповой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Россия

Участники акции "Сад памяти" провели флешмоб ко Дню России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России