Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, არანაირი შეზღუდვა არ იქნება - კალაძე

0
თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, არანაირი შეზღუდვა არ იქნება - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, ეს მათი უფლებაა".

მისი თქმით, უმრავლესობის შესაძლო დაშლაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

"უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.

სხვადასხვა მედიასაშუალებები მმართველი პარტიის წევრებთან სვამენ კითხვებს პარტიიდან რიგი დეპუტატების გასვლის შესახებ, მათ შორის იმ დეპუტატების, რომლებმაც "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

7 მარტის კენჭისყრის დროს „ქართული ოცნების" რიგებიდან სხდომას ესწრებოდა ოთხი ისეთი დეპუტატი, რომლებმაც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ესენი არიან: ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით სერგეენკო, ქეთევან დუმბაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მოგვიანებით, ირაკლი მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დაუჭირა. ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ქეთევან დუმბაძემ. მანაც კენჭისყრაში მონაწილეობის ვერმიღება ტექნიკური ხარვეზით ახსნა. დუმბაძე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

10 მარტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.





Губернаторы России
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха





Москва

Более 30 компаний из Нижегородской области пришли на первую встречу регионального сообщества инклюзивного бизнеса «Открыто для всех»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Виктор Цой

«Я жертва, пострадавшая». Полина Гагарина выступила с громким заявлением. Фигурируют Цой и Кормухина




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Неделя легкой атлетики пройдет в Москве

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Один из лидеров «Салавата Юлаева» подписал контракт с ЦСКА: теперь официально


Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России