Reuters-ი: ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მომავალ კვირაში მოსკოვში ჩავა ოფიციალური ვიზიტით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი მომავალ კვირაში მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, იტყობინება Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
თუ ჩინეთის ლიდერი მართლაც ჩავა მოსკოვში, ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
პუტინმა სი ძინპინი მოსკოვში მიიპატიჟა ონლაინ მოლაპარაკებების დროს, რომელიც გასული წლის ბლოს გაიმართა. მაგრამ მაშინ ჩინეთის ლიდერს საპასუხო გამოსვლაში მიწვევა არ უხსენებია.
ის, რომ პუტინს შესაძლებლად მიაჩნია ამის საჯაროდ გაჟღერება კამერების წინ, იმას მეტყველებს, რომ ვიზიტი დიდი ალბათობით უკვე მომზადების საკმაოდ მაღალ სტადიაზე იყო, უთხრა მაშინ BBC-ს კარნეგის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსანდრ გაბუევმა.
სექტემბრის შუა რიცხვებში პუტინი და სი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სამარყანდში. მაშინ პუტინმა აღიარა, რომ ჩინეთის მხარეს აქვს შეკითხვები და ის შეშფოთებულია „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხების მოლაპარაკებებზე გარკვევის წინადადებით გამოვიდა.