Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ივანიშვილის ადვოკატი კობახიძეზე: უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი

0
ივანიშვილის ადვოკატი კობახიძეზე: უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამავე პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სომხურენოვან მედიასაშუალებასთან 1in TV-სთან საუბრის დროს აკრიტიკებს. მან 10 მარტს ინტერვიუში შეაფასა კობახიძის 8 მარტის განცხადება, როცა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას "მაიდნის მოვლენებს" უკავშირებდა და ამავე კონტექსტში აკრიტიკებდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

"მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი. აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები თქვენთან, მისდამი ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად. ის კეთილსინდისიერი ადამიანია, კონკრეტული საჭირო ცოდნითა და კომპეტენციებით, მაგრამ რიტორიკა და ფორმულირება, განსაკუთრებით ამგვარ დელიკატურ საკითხებზე, როდესაც უკრაინულ თემასთან შედარება კეთდება, როცა ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში ვისმენდი, ბატონი კობახიძის ამ პრესკონფერენციას, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა.

დავიჭირე ამგვარი განცხადების კონსტრუქციაში უხერხულობა. ვფიქრობ, ეს განცხადება არა მხოლოდ ერთგვარად შიდა მოხმარებისაა, არამედ მოცემულ ეტაპზე უკრაინასთან ჩვენი არც თუ მარტივი ურთიერთობების გათვალისწინებით, ხომ გესმით ამგვარი განცხადებით დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა იმის ნაცვლად, რომ როგორც ამ ვითარების როგორღაც დარეგულირებაზე ვიფიქროთ", - თქვა ყიფიანმა.

მან ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ კობახიძე გაწონასწორებული ადამიანი, შეკავებული ემოციებით.

"ვფიქრობ საჭიროა მეტად დაბალანსება, მეტი რაციონალიზმი, მეტი პრაგმატულობა, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიცავს რისკს, რომ სხვაგვარად გამოეხმაურონ, არ ვიცი, თვალი არ მიმიდევნებია უკრაინული მედიისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი რთული ურთიერთობების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ცოტათი უფრო ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, მით უმეტეს როდესაც ასეთი არაორდინალური პარალელები კეთდება", - თქვა მან.

თბილისში ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად 7-8 მარტს ქუჩაში გამოსული აქციის მონაწილეთა დაშლის დროს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტი გამოაქვეყნა.

"მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დროს", - წერდა ვიოლა ფონ კრამონი.

ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ იმოქმედებენ რადიკალების ინტერესებით.

"გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული.​ ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Неделя мэра





Москва

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже электроинструментов


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поддержал команду кандидатов от «Единой России» на выборы в Мосгордуму



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Ирина Аллегрова выступила на Красной площади в День России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Новороссийские шахматисты приняли участие в полуфинале турнира "Шахматные звёзды 4.0"

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"


Марат Сафин

Дзюба заявил, что был бы теннисистом уровня Сафина



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Жилец ЖК «Новые Ватутинки» Алексей: неадекватный сосед гуляет голым, пугая детей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России