Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

გია ხუხაშვილი: ვიქტორ ყიფიანს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესი, ბუნებრივია, ეს ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული

0

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სომხურ მედიასთან ინტერვიუში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეფასებებით გამოვიდა. მათ შორის, შეაფასა ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღების შედეგად განვითარებული პროცესები და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა საქართველოს რეპუტაციულ ზიანი მოუტანა, ხელისუფლებამ კი „რისკები ვერ გათვალა“.

მმართველი გუნდისადმი ღიად კრიტიკული შეფასებების გათვალისწინებით, გაჩნდა კითხვა – შესაძლოა თუ არა ვიქტორ ყიფიანის სახით, ხელისუფლების სათავეში ახალი ლიდერი ვიხილოთ?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი PIA.GE-სთან საუბარში ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და მაგალითად მოჰყავს როგორც დღევანდელი, ისე, ყიფიანის ბოლო დროის აქტივობები ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის რანგში.

გია ხუხაშვილის თქმით, თუ ყიფიანი მართლაც ემზადება პოლიტიკაში მოსასვლელად, ეს ბიძინა ივანიშვილთან ყველა შემთხვევაში ექნება შეთანხმებული.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე არ ვიცი ვის რა აქვს ჩაფიქრებული, რა ვადებში და რას ტესტავს, მაგრამ თუ დავაკვირდებით ყიფიანის ბოლოდროინდელ აქტივობებს, ასე რომ ვთქვათ, ის მაკრო თემებზე ფიქრობს და პოლიტიკასთან პირდაპირი ან ირიბი შეხების საკითხებზე ხშირად საუბრობს ხოლმე. მათ შორის, სტატიებს აქვეყნებს და ასე შემდეგ. ასე რომ, მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესი. რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული, ბუნებრივია. ამ შეთანხმების უკან რა დგას, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის თვალში უკვე სავარაუდოდ უინტერესო გახდა, როგორც პოლიტიკური ფიგურა.

„ის ჩვეულებრივი ფიგურაა, რომელსაც ათამაშებს იქამდე, სანამ ჩათვლის, რომ მისი რესურსი არ ამოიწურება. როცა ამოიწურება, პირველად ხომ არ გადაუგდია ეს ხალხი? არც მეორედ გადაგდების პრობლემა არ ექნება – როცა ჩათვლის, რომ ამის დრო დადგება. დღეის მდგომარეობით, საკმარისია თუ არა, თუ კიდევ რაღაცას შეტენის და მერე გადააგდებს, ეს უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ორივე ვარიანტი შეიძლება, მაგრამ ღარიბაშვილის რომ ე.წ. ნიჩაბზე დადებულია, ეს ნამდვილად ასეა“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანის დაფუძნებულია იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს.

აღსანიშნავია, რომ ყიფიანის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





Губернаторы России
Москва

Собянин поддержал команду кандидатов от «Единой России» на выборы в Мосгордуму





Москва

Попурри мелодий и дух патриотизма: военный оркестр в парке «Кузьминки» отметил День России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Виктор Цой

Гитаристов зовут играть Цоя. Массовый флешмоб устроят в Чите




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве тушат пожар в здании у метро «Динамо»

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"

Новороссийские шахматисты приняли участие в полуфинале турнира "Шахматные звёзды 4.0"


Роджер Федерер

Федерер рассказал о недооценке Джоковича на старте карьеры



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

РЭО назвал топ-3 регионов по количеству пунктов приема вторсырья



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России