Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ელენე ხოშტარიას განცხადებით, შსს და სუს-ი მშვიდობიან  დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ

0
ელენე ხოშტარიას განცხადებით, შსს და სუს-ი მშვიდობიან 
დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ

სამი პარტიის - „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავი უწყებები 7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს გამოკითხვაზე იბარებენ. 

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს დახმარებას ჰპირდებიან. 

„მესამე, მინდა მივმართო აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, რომლებსაც დაგიბარებენ შსს-სა და სუს-ში, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას, - თქვა ხოშტარიამ და დაამატა, - მეოთხე, არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე. ჩვენ ყველა ვართ ერთად გავერთიანდით იდეის გარშემო, რაც არის ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც იქნება საჭირო - შსს-სთან თუ სუს-თან".

12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.

2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

მათ მიმართეს პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.

ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმე დღიანი მასშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о развитии района Зябликово



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Выход в свет: Виктория Боня привела дочь-иностранку на вечеринку к Бузовой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

Кто создает «креативный код» страны?


WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России