Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ჩინეთმა რუსეთს შაშხანები მიაწოდა - Politico

0
ჩინეთმა რუსეთს შაშხანები მიაწოდა - Politico

ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს ათასობით შაშხანა, რომელთა გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. მიაწოდეს ასევე სხვა შეიარაღება, მათ შორის დრონების დეტალები და ჯავშანჟილეტები. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს, ImportGenius-ის საბაჟო მონაცემების გაანალიზებით.

არსებული ინფორმაციით, მომარაგება ხდებოდა 2022 წლის ივნის-დეკემბერში. ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორმა კომპანიამ, China North Industries Group Corporation Limited-მა, შაშხანები მიაწოდა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია Техкрим-ს.

Politico-ს მონაცემებით, CQ-A შაშხანები ამერიკული M16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი და დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი. ჩინეთში მას პოლიციას იყენებს, მას იყენებენ ასევე სამხედროები ფილიპინებიდან სამხრეთ სუდანამდე და პარაგვაიში.

ამას გარდა, თურქეთის გავლით რუსულმა კომპანიებმა ჩინური კომპანიებისგან დრონების დეტალების 12 პარტია და ჯავშანჟილეტები მიიღეს. კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ რუსეთში ნოემბერ-დეკემბერში უპილოტო საფრენი აპარატების დეტალები გაგზავნა არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით.

ფრონტზე რუსეთის მხრიდან ჩინური წარმოების შეიარაღების გამოყენების დასტური არ არსებობს. თუმცა უკრაინაში ჩამოადგეს დრონი Mugin-5. კომპანია Mugin Limited-ში დაადასტურეს, რომ დრონი მათი წარმოებისაა და მომხდარს "უკიდურესად სამწუხარო" უწოდეს. „ჩვენ არ მივესალმებით გამოყენებას, გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლოს, რომ ეს შევაჩეროთ", - განუცხადეს CNN-ს კომპანიის წარმომადგენლებმა.

ImportGenius-ის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა თურქული კომპანია Ariteks-ის მიერ წარმოებული 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანჟილეტების იმპორტი განახორციელა. მათი ნაწილი თურქეთიდან, ნაწილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შევიდა. რუსეთმა ასევე შეიძინა ჩინური კომპანია Xinxing Guangzhou Import & Export Co-ს მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები. ასევე ცნობილია, რომ 2022 წლიდან თავდაცვის კომპანია Рособоронэкспорт-ი მიკროჩიპების იმპორტს ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნიდან - ჩინეთიდან, სერბეთიდან, მიანმარიდან.

19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. დიპლომატის თქმით, მან ჩინეთის "კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის ხელმძღვანელი ვან ი, მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შემთხვევაში, პეკინისთვის სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა.

მალევე CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს რუსეთისთვის არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების, არამედ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებასაც, უკრაინაში ომში გამოსაყენებლად. Der Spiegel-მა უფრო ადრე დაწერა, რომ აპრილის დასაწყისში ასამდე კამიკაძე დრონს აწარმოებდნენ რუსეთში შესატანად. რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ჩინეთის განზრახვაზე ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-იც წერდა.

ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ და აღნიშნა, რომ არ ყიდის იარაღს კონფლიქტის ზონებში. ამავდროულად, აშშ შიშობს, რომ პეკინი ნამდვილად განიხილავს მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობას.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: фонд музея "Царицыно" собрал 61 тыс. произведений искусства





Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин посетил фестиваль "Москва – на волне. Рыбная неделя"



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Трансляцию концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вышел второй подкаст онлайн-лектория «Иннагрика» о возможностях аграрной генетики для молодых исследователей

МегаФон привёз спасателям и пожарным грузовик связи

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России


Надежда Петрова

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России