Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ოჯახი ვერ უკავშირდება წარმოშობით პანკისელ ქალს, რომელიც მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტშია

0
ოჯახი ვერ უკავშირდება წარმოშობით პანკისელ ქალს, რომელიც მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტშია

ლეილა ქავთაროვას, რომელიც მეოთხე დღეა მცირეწლოვან  შვილთან  ერთად ქუთაისის აეროპორტში ჰყავთ შეყოვნებული და ქვეყანაში არ  უშვებენ ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. როგორც ქალის მეუღლემ ბექა ტოხოსაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, დღეს დილით მესაზღვრეებმა ლეილას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

„ლეილამ დილის ოთხ საათზე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ პოლიციელები ტელეფონის ჩამორთმევას აპირებენო. მას შემდეგ ნომერი საერთოდ გამორთულია.  მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ჟურნალისტებს ინტერვიუებს, რომ აძლევ ამიტომ გართმევთ ტელეფონსო. მე ახლაც ქუთაისში ვარ და იქ არ მიშვებენ, ვეკითხები და მეუბნებიან, კარგად არიანო. მე როგორც ვიცი ტელეფონის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა“ -თქვა ბექა ტოხოსაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ქალისთვის ტელეფონის შესაძლო  ჩამორთმევის შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე. უწყებაში მეორე დღეა არ პასუხობენ, კითხვას რატომ არ უშვებენ  23 წლის ქალს და მის მცირეწლოვან შვილს საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტის თათია კაჭარავას თანახმად ზოგადად ტელეფონის ჩამორთმევა დაუშვებელია, თუკი ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის  არ  გამოიყენება. 

„ეს დასაშვები არ არის, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევებში თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ ტელეფონი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის გამოიყენება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.  თუ ნამდვილად იმის გამო ჩამოართვეს, რომ მას ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ჰქონოდა, ეს კანონდარღვევაა.  მას როცა უკან გააბრუნებენ ტელეფონს დაუბრუნებენ, მაგრამ  უფლება აქვს კონტაქტი ჰქონდეს ოჯახთან. ახლა პოლიციის დასაბუთებაა მთავარი, რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი.   მართალია ამ საქმეს ჩვენ არ ვსწავლობთ, თუმცა პირადად მე გუშინ ველაპარაკე ლეილას, მაინტერესებდა როგორ პირობებში იყო და ხომ არ ჰქონდა  ელემენტარული საჭიროებების პრობლემა. მითხრა, რომ ასეთი პრობლემა არ იყო და საკვებს მეუღლე აწვდიდა. შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი“ - ამბობს იურისტი.

ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შეყოვნების ამბავი 16 მარტს,  დუისის ცენტრში გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი.

რადიო თავისუფლება ლეილა ქავთაროვას 16 მარტს დაუკავშირდა.

„მე და ჩემი შვილი სამი დღეა, აეროპორტის ერთ ოთახში ვართ. ვკითხე, რატომ გამაჩერეს, თუმცა არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის თქვეს, რომ უკან ფრენა 18 მარტს არის და უნდა გავფრინდე. ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. პასპორტები ჩამომართვეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. მაშინ სამი დღე ვიყავი აეროპორტში. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეილა ქავთაროვამ.

ქალს ამჟამად რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ქუთაისში საფრანგეთიდან ჩაფრინდა.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы





Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

В Бурятии театр готовит премьеру о войне СССР и Монголии с Японией: Россия, Культура, Победа




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Брянские парапланеристы завоевали три медали на чемпионате ЦФО

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»


Ига Свёнтек

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Центр Московского долголетия поможет пенсионерам оформить субсидии и льготы на оплату ЖКУ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России