Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

საქართველოს პენ-ცენტრი იუნესკოს: ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს

0
საქართველოს პენ-ცენტრი იუნესკოს:  ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს

საქართველოს პენცენტრი დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს იუნესკოს გენერალურ დირექტორ ოდრი აზულაის. წერილში, რომელსაც 128 ადამიანი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს მშვიდობის ელჩის სტატუსს, რომელსაც იუნესკოს სახელით ატარებს 2015 წლიდან. წერილის ფონია საქართველოს პარლამენტში 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "უცხოეთის აგენტების შესახებ", რომელსაც ხალხმრავალი დემონტრაციები და საბოლოოდ კანონის უკან გაწვევა მოჰყვა. ელისო ბოლქვაძემ ამ კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა პირველი მოსმენისას, კანონის ჩაგდებისთვის გამართულ კენჭისყრას კი არ დასწრებია. 

"კანონი მიზნად ისახავდა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნას, მედიის და არასამთავრობო სექტორის დევნას და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებას. ის სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს მისწრაფებასთან, იქცეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად და გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია. 

2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია; რომელსაც ჯერ 1992-93 წლებში, შემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწია. საქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები - მშობლები, და-ძმები და შვილები, დათმეს ყველაზე მთავარი - საკუთარი სიცოცხლე. შეუფასებელია ის ზიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა" - ნათქვამია პენ ცენტრის განცხადებაში. 

წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ მათ მშვიდობის ელჩის როლი ადამიანს აკისრებს ვალდებულებას, იზრუნოს მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე,  "რასაც სრულიად ეწინააღმდეგება ელისო ბოქვაძის პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა."

წერილს ხელს აწერენ: 

1. ივა ფეზუაშვილი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, მწერალი

2. ტორესა მოსი, მწერალი

3. გვანცა ჯობავა, გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

4. თინათინ ბერიაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

5. ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი

6. ლაშა ბუღაძე, მწერალი

7. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი

8. რატი ამაღლობელი, პოეტი

9. ლელა კურტანიძე, პოეტი

10. კოკა ქამუშაძე, მწერალი

11. ლევან ბერძენიშვილი, მწერალი

12. სოფო კუბლაშვილი, მწერალი

13. მარი ბექაური, მწერალი

14. დალილა გოგია, მთარგმნელი

15. ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი

16. ნუკა ღამბაშიძე, საავტორო უფლებების მენეჯერი

17. მაკა კასრაძე, გამომცემელი

18. მაშო სამადაშვილი, კულტურის მენეჯერი

19. რუსუდან რუხაძე, მწერალი

20. ნინია ნადირაძე, პოეტი

21. რატი მუჯირი, მწერალი

22. ნინა სურამელაშვილი, მწერალი

23. ზურა პაპიაშვილი, მწერალი

24. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

25. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურის კრიტიკოსი

26. გიორგი ხარაიშვილი, მწერალი

27. თამარ ფოლადაშვილი, მწერალი

28. შოთა იათაშვილი, მწერალი

29. მარიამ კიკაჩეიშვილი, წიგნის გამავრცელებელი

30. გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი

31. ქეთევან ყანჩაშვილი, მთარგმნელი

32. მაია დანელია, ლიტერატურის მენეჯერი

33. ზურა აბაშიძე, მწერალი

34. ნათია გიორგაძე, პოეტი

35. ნატო გორდელაძე, გამომცემელი

36. რეზო გეთიაშვილი, პოეტი

37. ლელა კოდალაშვილი, მწერალი

38. მაიკო კუდავა, გამომცემელი

39. ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი

40. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე), პოეტი

41. ვასო გულეური, მწერალი

42. თამარ კორკოტაშვილი, პოეტი

43. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი

44. მარიამ ჯანელიძე, ჟურნალისტი

45. თორნიკე ჭელიძე, მწერალი

46. თორნიკე სიბაშვილი, პოეტი

47. ანი მილაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობის მენეჯერი

48. ლელა სამნიაშვილი, პოეტი

49. პაატა შამუგია, პოეტი

50. დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი

51. ნანუკა სულაძე, ლიტერატურის მენეჯერი

52. ნატალია ბუკია-პეტერს, მთარგმნელი

53. ნანა აბულაძე, მწერალი

54. გიო ლომიძე, მწერალი

55. თინათინ მამულაშვილი, გამომცემელი

56. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი

57. სოფო შამანიდი, მთარგმნელი

58. ლანა კალანდია, მთარგმნელი

59. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი

60. ლელა შუბითიძე, ლიტერატურის მენეჯერი

61. ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი

62. ირაკლი ლომოური, მწერალი

63. გიორგი შონია, პოეტი

64. თემო რეხვიაშვილი, მწერალი

65. მედეა იმერლიშვილი, მწერალი

66. ნათია მიქელაძე, მთარგმნელი

67. თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი

68. მალხაზ ხარბედია, მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი

69. ალეკო შუღლაძე, მწერალი

70. გიორგი მაისურაძე, მწერალი

71. მიხეილ ნერგაძე, მწერალი

72. ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი

73. ოთარ ჯირკვალიშვილი, პოეტი

74. დიანა ანფიმიადი, პოეტი

75. ლექსო დორეული, ჟურნალ „არილის“ რედაქტორი

76. თათია ნადარეიშვილი, მწერალი-ილუსტრატორი

77. ელენე ჯაფარიძე, მწერალი

78. დათო სამნიაშვილი, მწერალი

79. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი

80. მარინე ცხადაია, გამომცემელი

81. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი

82. თამთა მელაშვილი, მწერალი

83. ლუკა ბაქანიძე, მწერალი

84. ბესო ხვედელიძე, მწერალი

85. მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი

86. ბათუ დანელია, პოეტი

87. ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი

88. მაია ალუდაური, რედაქტორი

89. თინა ასათიანი, გამომცემელი

90. სალომე მაღლაკელიძე, ლიტერატურის მენეჯერი

91. თეკლა ქველაძე, ლიტერატურის მენეჯერი

92. გია გოკიელი, მთარგმნელი

93. შორენა ლებანიძე, მწერალი

94. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი

95. გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი

96. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი

97. მაია ბადრიძე, მთარგმნელი

98. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი

99. თაკო ლონდარიძე, რედაქტორი

100. ლუკა გრიგოლია, მთარგმნელი

101. მარიამ ლორთქიფანიძე, კონტენტის სტრატეგი

102. მარიამ წიქარიძე, კურატორი

103. ნატალია ბუაჩიძე, ხელოვანი

104. მიხეილ ჩარკვიანი, თეატრის რეჟისორი

105. ელენე ფასური, ხელოვნების მენეჯერი, კურატორი

106. დავით ლეჟავა, ACT4culture

107. გიორგი ყოლბაია, ფოტოგრაფი

108. ეკა ტაბლიაშვილი, ილუსტრატორი

109. ქეთი მაჭავარიანი, კინორეჟისორი

110. ირინა გელაშვილი, პროდიუსერი

111. ირინა საყვარელიძე, შემოქმედებითი ლიდერი

112. ქეთევან ბარბაქაძე, შემოქმედებითი კონტენტის კრეატორი

113. მარიამ გურგენიშვილი, მწერალი

114. ნატალია ვაწაძე, ხელოვანი

115. ქეთევან ყიფიანი, პროდიუსერი

116. მარიამ ლორია, კურატორი

117. სალომე ბაქრაძე, creative

118. ნათია ფარჯანაძე, მსახიობი

119. ნუცა წიქარიძე, რეჟისორი

120. ლუიზა ჩალათაშვილი, ფოტოგრაფი

121. სოფო კირთაძე, ილუსტრატორი

122. ზურა მჭედლიშვილი, ილუსტრატორი

123. ია ნინოშვილი, ილუსტრატორი

124. ანა ბარჯაძე, რეჟისორი

125. ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნების ისტორიკოსი

126. გიგა დათიაშვილი, მსახიობი





Губернаторы России
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства





Москва

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Zivert выложила фото с округлившимся животом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области


Арина Соболенко

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

40% россиян готовы пересесть на электромобили: исследование СК "Ренессанс Страхование" выявило плюсы и минусы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России