უკრაინის გენპროკურორი ანდრეი კოსტინი: მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან პუტინთან ხელის ჩამორთმევამდე
„მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსული რეჟიმი დანაშაულებრივია. მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, სანამ პუტინს ხელს ჩამოართმევენ, ან მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან“, – ასე ეხმაურება უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას.
„ამიერიდან, რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო დანაშაულის – უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაში ეჭვმიტანილის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს მიღმა [ქვეყნებში, სადაც რომის სტატუსი მოქმედებს], პუტინი უნდა დააკავონ და სასამართლოს გადასცენ. ხოლო მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, სანამ ხელს ჩამოართმევენ, ან მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან – მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსული რეჟიმი დანაშაულებრივია და მისი ხელმძღვანელობა და დამქაშები პასუხს აგებენ“, – აცხადებს კოსტინი.