Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

კარიმ ხანი - "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

0
კარიმ ხანი -

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა.

პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით კანონიც კი შეიცვალა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დასაჩქარებლად და ამ ბავშვების რუსეთის ოჯახებში გაშვილების გასაადვილებლად.

„ჩემი ოფისი აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა ყველაფერთან ერთად, აჩვენებს ამ ბავშვების თავიანთი ქვეყნიდან სამუდამოდ გაყვანის განზრახვას. ამ დეპორტაციების დროს, უკრაინელი ბავშვები იყვნენ ჟენევის მეოთხე კონვენციით [ომის პირობებში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ - რთ] დაცული პირები. ჩვენს განაცხადში ხაზი გავუსვით იმასაც, რომ დეპორტაციების უდიდესი ნაწილი ჩადენილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტების კონტექსტში, რომლებიც 2014 წელს დაიწყო“.

კარიმ ხანი იხსენებს, რომ გასული წლის სექტემბერში მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და მოახსენა, რომ მისი ოფისისთვის პრიორიტეტული იყო უკრაინიდან ბავშვების სავარაუდო დეპორტაციის გამოძიება:

„ამ დანაშაულების ადამიანური განზომილება მკაფიოდ წარმოჩინდა უკრაინაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს. იქ ყოფნისას ვეწვიე ახლანდელ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბავშვთა სახლს, საიდანაც სავარაუდოდ იყვნენ ბავშვები წაყვანილები. მათი მომვლელების ჩვენებებმა და შიშებმა გაამძაფრა სასწრაფოდ მოქმედების საჭიროება.

უნდა უზრუნველვყოთ, რომ დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და თემებს. როგორც მაშინ განვაცხადე, ვერ დავუშვებთ, რომ მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს“.

ჰააგრის ტრიბუნალის პროკურორი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების მიმართ, ვინც დაეხმარა გამოძიების პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის გენერალური პროკურატურის როლი, ისევე, როგორც EUROJUST-ის ფარგლებში „ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფთან“ თანამშრომლობა და სადაც შვიდი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევაა გაერთიანებული.

კარიმ ხანი აპირებს აგრეთვე, რომ კვლავაც სცადოს რუსეთის ფედერაციასთან თნამშრომლობა იმისათვის, რომ მისმა ოფისმა სრულფასოვნად შეასრულოს რომის სტატუტის 54-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს გამამტყუნებელი და გამამართლებელი გარემოებების თანაბრად გამოძიებას.

ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ოფისი აგრძელებს გამოძიებას: „როგორც გასული წლის მაისში ბუჩაში განვაცხადე, უკრაინა არის დანაშაულის ადგილი, რომელიც მოიცავს კომპლექსურ და მრავალი სახის სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულს. როგორც კი მტკიცებულებები დაგვანახებს ამის საჭიროებას, უყოყმანოდ მოვითხოვთ დაპატიმრების შემდგომ ორდერებს“, - აცხადებს ხანი.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о благоустройстве у станции метро «Университет Дружбы Народов»





Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов – iTunes, Apple Music, Youtube Music, Яндекс.Музыка, ВК и Boom, Spotify.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В этот день ровно 30 лет назад будущий президент Российской Федерации был гидом будущего короля Великобритании в экскурсии по Ленинграду

Учебно-методический сбор спортивной команды при управлении Центрального округа Росгвардии прошел в Москве

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор


Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России