Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

მეტროსადგური "გოცირიძე" გაიხსნა

0
მეტროსადგური 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე სადგური "გოცირიძე" თითქმის სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს მეტროს ამუშავებიდან, დილის 06:00 საათიდან იღებს.

​"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროს სადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 17 მარტს.

"გოცირიძეზე" განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები.

მეტროსადგური "გოცირიძე" 2020 წლის ზაფხულში დაიხურა. პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა. ხელშეკრულების ღირებულება 3,1 მლნ ლარზე მეტი იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სატრანსპორტო კომპანიამ 1,6 მლნ გადაიხადა.

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. ბოლო შეთანხმებით, რომელიც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და კომპანია "მამისონს" შორის დაიდო, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების ღირებულება 4,7 მლნ ლარზე მეტი იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სატრანსპორტო კომპანიამ 1,4 მლნ გადაიხადა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников





Москва

Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Карди Би

Карди Би все-таки выпустит альбом в 2024 году




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников


WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России