"1 აპრილს წარვადგენ მოადგილეებს" - რას გეგმავს ახალი სახალხო დამცველი
მარტის საპროტესტო მღელვარებისას არჩეული ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოადგილეების წარდგენას 1 აპრილს გეგმავს. შემადგენლობას არ ამხელს, მაგრამ აზუსტებს, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად მათ შორის არ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია.