Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ბრაუდერი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწეროს სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს - Politico

0
ბრაუდერი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწეროს სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს - Politico

ბრიტანულ-ამერიკული წარმოშობის ფინანსისტი და "მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბრაუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები დაუწეროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამის შესახებ საუბარია Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, მათთან ინტერვიუში ბილ ბრაუდერმა განაცხადა, რომ საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება.

"მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსული სანქციები. ის გლობალურია… გლობალურად ვრცელდება და თუ ვინმეზე დადგინდა, რომ არის ადამიანის უფლებების დამრღვევი, ვინმე ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას - რაც, ვფიქრობ, მის შემთხვევაში აშკარაა - მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს", - ამბობს ბრაუდერი.

ამასთან, იგი ამატებს, რომ ევროკავშირი აჭიანურებს სანქციებს:

"ევროკავშირს მაგნიტსკის აქტის მიხედვით სანქცირებული ადამიანების ყველაზე ნაკლები რაოდენობა აქვს, ჩამორჩება სხვა დიდ ქვეყნებს. სირცხვილია ეს. ევროკავშირი განიხილება, როგორც ყველაზე ჰუმანური, ქვეყნების ჯგუფებს შორის... მე ვფიქრობ, მათი მხრიდან სრული ჩავარდნა იქნება, რომ არ გააკეთონ ეს და არ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი".

ბილ ბრაუდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართველ და ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობდა ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენაზე.

"სააკაშვილის სიაზე" საუბარი 2023 წლის იანვარში, მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილით მიმართა.

"მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ დაუსჯელობის გრძნობა განასხვავებთ, რომელიც დაკავშირებულია პუტინის დაუმარცხებლობის გრძნობასთან. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედია, მის გარდაცვალებამდე ვიცოცხლო", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ბროუდერი ღია წერილს 9 იანვარს გამოეხმაურა. მან ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტი იმის შესახებ, ვინ აფერხებს მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე.

სააკაშვილისა და ბროუდერის ამ კომუნიკაციას წინ უსწრებდა 2022 წლის დეკემბერში ბრიტანელი ფინანსისტის ტვიტი ექსპრეზიდენტის შესახებ, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში და თუკი ის ამას ვერ მიიღებდა, საქმე გვექნებოდა მკვლელობასთან.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

მაგნიტსკის სია შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან.

სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Владимир Брилёв: «Концерт, посвященный Великой Победе, стал доброй традицией для творческого объединения «Хрустальное соZVездие».


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии фармацевтической отрасли в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

«Попрошайка»: Киркоров унизил Успенскую в эфире шоу




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге про финал Всероссийской олимпиады школьников

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне: уроки мужества и познавательно-спортивная эстафета


Александр Зверев

Александр Зверев раскритиковал график соревнований в туре



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пульмонолог МОНИКИ рассказала, как пережить весеннее обострение с астмой



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России