ნინო ლომჯარია: ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების გამო თქვენი უფროსები რაიმე პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების, ე.წ. “დალაიქების” გამო თქვენი უფროსები ან ხელმძღვანელები რაიმე პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ
ასევე, მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia დაიცვას მისი მოქმედი თანამშრომლები და სხვა ღირსეული მოქალაქეები მოსაზრების ნიშნით დევნისა და შევიწროვებისგან ხელისუფლების პროპაგანდის მხრიდან“ ,- წერს ლომჯარია.
ცნობისათვის, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: საჯარო პირის (ლომჯარიას) სტატუსზე დავთვალეთ და გამოვაქვეყნეთ საჯაროდ დამლაიქებელი საჯარო პირები და ტუფლებიდან ამოხტდნენ. გამჭვირვალობა არა მზე !