Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ლაშა ბაქრაძე: ხელისუფლების მიერ უღირსობასა და ღირსებაზე აპელირება, პრიმიტიული რელიგიურ-ნაციონალისტური რიტორიკა რუსულს დაუახლოვდა

0

ხელისუფლების მიერ უღირსობასა და ღირსებაზე აპელირება – ეს პრიმიტიული, რელიგიურ-ნაციონალისტური რიტორიკა მაჩვენებელია, რომ ეს რიტორიკა სწორედ რუსულს დაუახლოვდა, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ლაშა ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ლაშა ბაქრაძემ გადაცემაში ისაუბრა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, სხვა სახით ე.წ. აგენტების შესახებ კანონი “კიდევ ერთხელ შემოიტანონ”.

როგორც მან განმარტა, ეს ხელისუფლების მიერ დროებითი უკან დახევა იყო და საბრძოლველი კიდევ ძალიან ბევრია.

„ვფიქრობ, საბრძოლველი ძალიან ბევრია. ეს ხელისუფლების მიერ დროებითი უკან დახევა იყო, რადგანაც თავიდანვე გამოაცხადეს, რომ აპირებენ ქალაქებსა და სოფლებში ადამიანებს აუხსნან ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რატომ არის მნიშვნელოვანი. მათი მიზანია, იმ ადამიანების წინააღმდეგ პროპაგანდა გასწიონ, ვინც თავიდანვე მიზანში იყო ამოღებული. შესაძლებელი და მოსალოდნელია, რომ ეს კანონი სხვა სახით კიდევ ერთხელ შემოიტანონ. საქართველოში გაუთავებლად საუბარია ლუსტრაციასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ლუსტრაცია საბჭოთა პერიოდს ეხება. თუ დღეს ვინმე აგენტია ვინმესი და ის სახელმწიფოს მტრობს, ამისათვის არსებობს სუს-ი და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებმაც უნდა თქვან, რომ ეს ადამიანი არის აგენტი და ის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცუდ საქმიანობას აწარმოებს. როდესაც ითქვა, რომ თურმე ევროპის პარლამენტი საქართველოში აგენტებს აგზავნის და თურმე მიხეილ სააკაშვილია ასეთი აგენტი, აქედან ძალიან კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულებაა ევროპისადმი, ე.ი. ევროპა აღიქმება, როგორც მტრული ორგანიზაცია, ინსტიტუცია.

თუ კი შენ თვლი, რომ ევროპა შენ გიყურებს როგორც უღირს და ევროპას შენ უნდიხარ როგორც მონა და ა.შ. , მაშინ რაღა გვინდა ამ ევროპაში? ძალიან მაინტერესებს ვისზე საუბრობენ, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ერთი მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპაში ინტეგრაცია გვინდა და მეორე მხრივ ამბობენ, რომ ევროპა თავს ძალადობრივად რაღაცას გვახვევს. მაშინ კითხვა უნდა დაისვას რაში გვჭირდება ეს ევროპა. ყველაფერი კარგად ჩანს, რომ სურვილი ევროპაში ინტეგრაციის არ არის. ხელისუფლების მიერ უღირსობასა და ღირსებაზე აპელირება, ეს პრიმიტიული, რელიგიურ-ნაციონალისტური რიტორიკა მაჩვენებელია,რომ ეს რიტორიკა სწორედ რუსულს დაუახლოვდა. რუმინეთი, ბულგარეთი და თუნდაც მართლმადიდებლური სახელმწიფოები რომ ავიღოთ, არ არიან ევროპის კავშირის წევრები? ვინმემ რამე მათ თავს მოახვია და აიძულებენ რამის გაკეთებას?“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად, ბაქრაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში რუსეთის ერთი აგენტიც კი არ არის დაკავებული.

„თანხების ტრანსფერი, რაც დასავლეთიდან ხდება, ისედაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია, რადგან ეს ბანკების საშუალებით ხდება. აი, ის ჩემოდნით, რომ ჩამოაქვთ ალბათ რუსეთიდან ფული, ამაზე ჩვენმა დაზვერვამ უნდა იმუშაოს და ეს იპოვოს. სამწუხაროდ, ასეთი კანონის საშუალებით ჩვენ რუსეთის აგენტებს ვერ ვიპოვით. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ერთი რუსი აგენტი დაჭერილი არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია, რომ საქართველოში რუსი აგენტები არ იყვნენ?!

ამ კანონის მიღებას წინასწარ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა, რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ამ ადამიანების, რომლებიც ჯერ უკლებლივ ყველა ხმას აძლევენ და მერე ეს ხმა უკან მოაქვთ. რა ღირსებაზე ვსაუბრობთ და ღირსებაზე ვინ გველაპარაკებიან?

თითქოს და ხელისუფლებას უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მომავალში გაწევრიანება და ა.შ. თავის თავზე იბრალებს, რომ უვიზო რეჟიმი იქნება თუ ასოცირების ხელშეკრულება, ყველაფერი მხოლოდ მათი დამსახურებაა, რაც რასაკვირველია ეს სრული და მტკნარი ტყუილია. მეორე მხრივ ამბობენ, რომ ევროპას საერთოდ ვინ ეკითხება, ევროპის პარლამენტის წევრები მექრთამეები არიან. ეს ერთმანეთთან როგორ მოდის თანხვედრაში არ ვიცი“, – განაცხადა ბაქრაძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

"Святой Ленин": сенсационная истина о прогнозах способна направить США и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александра Иванова

Кинофестиваль «Свидание с Россией в Бурятии» принимает заявки




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Серебро «Кубка МЧС России по боксу» завоевал бердчанин Владислав Ефременко

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Take a mystery lover's holiday by solving crime on the Italian Riviera in On Your Tail



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России