"ვიასნა": რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ბელარუსში პატიმრობაში მყოფმა იჰარ ლოსიკმა თვითმკვლელობა სცადა
ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
იჰარ ლოსიკი აქტიურად აშუქებდა ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს.
