Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ქარტია POS TV-ზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა ეს მედია ასრულებს

0

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრის კუთვნილ ტელეკომპანიას, POS TV-ს მედიის როლს შეახსენებს. ქარტიის განცხადებაში წერია, რომ მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიის წარმოება; მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.

"პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში...

მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერია განცხადებაში.

ტელეკომპანიამ რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტში ფაშისტური უწოდა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. ყოფილი ომბუდსმენი 10 მარტს ფეისბუკში წერდა, რომ ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა "რუსულ კანონს", დემოკრატიული სამყაროს პირისპირ მარტო დარჩნენ.

"ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ქართული ოცნებიდან", ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ", - წერდა ლომჯარია.

ამავე პოსტში მან "რუსული პროპაგანდისტული საშუალებები" უწოდა ტელეარხებს "იმედი", "პოსტივი" და "ალტ ინფო". POS TV-მ ეს პოსტი ბრალდებად აღიქვა და ამ განცხადებაზე, მის მომწონებლებზე და გამზიარებლებზე მასალა მოამზადა.

ტელეკომპანიის 52-პროცენტიანი წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომლებმაც დაარეგისტრირეს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდნენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდებების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს იყო "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე", ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის ფონზე, ორ დღეში,  მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა - მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩავარდა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აღნიშნულ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил работников скорой помощи с профессиональным праздником





Москва

«Автодор» попросил водителей заправляться заранее после очередей на АЗС на М-12


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил работников скорой помощи с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Мама Тимати прошлась по интервью Шишковой: «Смотреть было брезгливо, но Аленка молодец»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Динамо" и "Зенит" назвали стартовые составы на матч 26-го тура РПЛ

Вокруг парка на электромобиле: что будет доступно напрокат в Москве

"Зенит" потерпел второе поражение подряд в РПЛ


Андрей Рублёв

Теннисист Рублев в Мадриде отыгрался на тай-брейке со счета 0:5



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Миллионы — в хлам. Мажоры и блогеры разбивают в Москве дорогущие машины



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России