Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ლავროვის თქმით, დასავლეთის დახმარებით, NGO-ები „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ

0
ლავროვის თქმით, დასავლეთის დახმარებით, NGO-ები „მორიგ ფერად რევოლუციას

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ ახსენა საქართველო. მან აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის ფორმატზე „3+3“ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამასთან ლავროვი ხელშემშლელ ფაქტორად დასავლეთის მოქმედებას ასახელებს.

„დასავლეთმა მოახდინა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში, არც კი მალავს, დეკლარირებას ახდენს, რომ სურს მოსწყვიტოს რუსეთს.

რუსეთი მიილტვის, რომ სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნას ფორმატი „3+3". სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფო (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და სამი მეზობელი (რუსეთი, თურქეთი და ირანი). ქართული მხარე ჯერ ფიქრობს ამ ფორმატში ჩართვაზე. პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფორმატის „3+3“-ის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს, რომ ეს სტრუქტურა დაანგრიოს, რომელმაც ჩამოყალიბება ახლახან დაიწყო", - განაცხადა ლავროვმა.

​რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილაპარაკა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და მიანიშნა „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადების" პროცესზე.

„დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავისი მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის [მეზობლები].

რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას. რომლებიც, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ, „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია.

ამიტომ, ახლა არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხების უმრავლესობაზე", - თქვა სერგეი ლავროვმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობის გადატრიალების შესაძლო მოწყობაზე ილაპარაკა 14 მარტს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას", - თქვა მან.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები „რუსულ კანონს" უწოდებენ.

7-8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსულ კანონად" წოდებული კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Борис

Борис Ханчалян посетит мультиформатный фестиваль в честь Дня России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

4 спортивных фестиваля Москвы, которые нельзя пропустить этим летом

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане


Новак Джокович

Новак Джокович дал дорогу молодым // Борьбу за первое место в рейтинге АТР в этом году поведут Янник Синнер и Карлос Алькарас



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Юрий Лоза

«Ищи, кому это выгодно»: Юрий Лоза выдвинул свою версию убийства Игоря Талькова



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России