Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

ღარიბაშვილმა აქცია "შინ ევროპისკენ" და მარტის პროტესტი ქვეყანაში ომის დაწყების სურვილს დაუკავშირა

0
ღარიბაშვილმა აქცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ხელისუფლების გონიერებით" ხსნის იმას, რომ ქვეყანაში ახლა "მეორე ფრონტი" არ არის გახსნილი. ის დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე სასაუბროდ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატითაა მისული. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას "ათას ცილს სწამებენ და ეძახიან პრორუსულს".

"დესტრუქციული, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ "პრორუსულ ძალას". მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში, ჩვენი დამსახურებაა ჩვენი მოსახლეობა, არა მხოლოდ ელიტა, გადაადგილდება ბარიერების გარეშე", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე მოქმედი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი, აქციები, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო, "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილს დაუკავშირა.

"გახსოვთ კარგად აქციები "შინ ევროპისკენ" და მათი გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენ შიდა თუ გარე მტრებს.

ბოლო მცდელობას შეგახსენებთ: ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები - "ნაცმოძრაობის", "გირჩი-მეტი თავისუფლების", ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები... ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა", - თქვა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 24 მარტს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის ოპოზიციონერმა 9 დეპუტატმა დაიბარა იმის მოსასმენად, თუ რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების:  რატომ შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-სთან შედარებით, რა კეთდება სტრატეგიულ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობის გასაძლიერებლად და ა.შ. 

საქართველოს პრემიერმა ძირითადად ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილზე, რომელიც მისი თქმით, საქართველოში "ექსტრემისტულ" ოპოზიციას და მის პარტნიორებს აქვთ საზღვარგარეთ. 

სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან აქციები "შინ ევროპისკენ", რომლის მთავარი მიზანიც იყო გამოხატულიყო ქვეყნის მოსახლეობის ევროპული არჩევანი. აქციები იმ პერიოდში იმართებოდა, როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო საუბარი. ამ საკითხის გადაწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხის, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევდა და ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვდა. 

7-8 მარტის აქციაზე კი ათასობით ადამიანი ქუჩაში სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებამ გამოიყვანა. "ქართულმა ოცნებამ", პროტესტის მიუხედავად მიიღო, ე.წ. აგენტების კანონი, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о Международном форуме инноваций БРИКС





Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о Международном форуме инноваций БРИКС



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дженнифер Лопес

Бен Аффлек переехал из дома, в котором жил с Дженнифер Лопес. Развлечение




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа


WTA

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Культура

Куклы Ульгэра учат детей и подростков ПДД: Россия, Культура, Театр и Дети



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России