აშშ-ში კატასტროფა განიცადა ორმა სამხედრო ვერტმფრენმა
ამერიკის კენტუკის შტატში კატასტროფა განიცადა 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ვერტმფრენმა(HH60 Blackhawks).
კენტუკის შტატში დისლოცირებული ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის ინფორმაციით, ვერტმფრენები სასწავლო მისიას ასრულებდნენ. ეკიპაჟის წევრთა ბედი ჯერჯერობით უცნობია.
კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.