2022 წელს საქართველოში შობადობა წინა წელთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 6799-ით მეტი იყო დაბადებულებთან შედარებით.
2022 წელს, საქართველოში სულ 42 319 ბავშვი დაიბადა, მათგან 21 897 ბიჭია და 20 422 გოგო. ახალშობილთა 33%-ი (14 202 ბავშვი) თბილისში დაიბადა. ყველაზე ცოტა ბავშვი (246) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაჩნდა.
2021 წელთან შედარებით, 7,9%-ითაა შემცირებული 2022 წელს ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა. შობადობის შემცირება ბოლო რამდენიმე წელია საქართველოსთვის უცვლელი ტენდენცია.
ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკა ახალშობილების შესახებ, ასეთია:
2020 წელი - 46 520 ბავშვი დაიბადა;
2019 წელი - 48 296 ბავშვი;
2018 წელს - 51 138 ბავშვი;
2017 წელს - 53 293 ბავშვი;
2016 წელს - 56 569 ბავშვი;
2015 წელს - 59 249 ბავშვი.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. 2021 წელს გარდაცვილთა მაღალ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა პანდემიას.