Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2023

ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს

0
ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფლებთან მუგუთთან და ჭორბოულთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს. საოკუპაციო ძალების განმარტებით, ეს ღობეები წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის შემთხვევებს აღმოფხვრიდა, თუმცა ადგილზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიჩნიეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეები, ხელისუფლებამ სოფლების სიღრმეში გადაიტანა და ამით საქართველოს მიწის ნაწილი დაუთმო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციამ ეს ფაქტი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის წინააღმდეგ გამოიყენა და ის საქართველოსთვის, მიწის დათმობაში დაადანაშაულა.



ოკუპირებული სოფელი მუგუთი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ესაზღვრება, საიდანაც ბოლო ორ კვირაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დვანსა და მუგუთს ე.წ. სასაზღვრო მწვანე ღობე ჰყოფს, თუმცა ღობეები და მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველგან არ არის დამონტაჟებული. სწორედ ასეთ ადგილებში, სასაფლაოს და სალოცავის მიმდებარე ტერიტორიასა და საძოვრებზე აკავებენ მოქალაქეებს. მუგუთისა და დვანის გზაგასაყარზე კი ერთბაშად ორი ღობე იყო დამონტაჟებული. ერთი ე.წ. სასაზღვრო ღობე და მეორე, ამ ღობის შიგნით, დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ე.წ. ვეტერინარული ღობე, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.



ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ერთი თვის წინ ცხინვალში გამართული პრესკონფერენციის დროს გაგლოევმა პირობა დადო, რომ ამ ღობეს აიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ბრძანებით არ დამონტაჟებულა. სწორედ აქედან ირკვევა, რომ ღობე რუსეთის საოკუპაციო ძალების ინიციატივით იყო დამონტაჟებული და ის ვეტერინარული დანიშნულების ნაცვლად, ოკუპაციის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული. რადიო თავისუფლების დვანელი წყაროები აღნიშნავენ, რომ ქართულ და ოსურ სოფლებს შორის ვაჭრობის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელ პერიმეტრს რუსეთის საოკუპაციო ძალა აკონტროლებს და ხშირად მოქალაქეებსაც აკავებს, ადამიანები მაინც ახერხებენ მალულად პროდუქტების გაცვლას, ამიტომ, მათი აზრით, დამატებითი ღობის მონტაჟი, ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე პირუტყვის გადასვლას.


„სოფლის მოსახლეობას რეგულარულ უხერხულობას უქმნიდა საზღვრის მეორე მხარეს პირუტყვის გადასვლა და მერე უკან გადმორეკვის მცდელობა. მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მოეწყო დამცავი ღობე, რომელიც არანაირად არ ნიშნავდა სახელმწიფო საზღვრის ხაზს“. - განმარტა ალან გაგლოევმა.



როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა:

„პრეზიდენტმა მიუთითა, რომ თუ ვეტერინარული ღობის დაყენებას რესპუბლიკის ტერიტორიის დათმობად განიხილავენ, მაშინ ის მოიხსნება და ამ საკითხს მოაგვარებს. ალან გაგლოევის დაპირება ადგილობრივებმა მადლიერებით მიიღეს და განაცხადეს, რომ მათ სხვა ინფორმაცია ჰქონდათ. თურმე ვიღაცას სურს ამ რთულ პერიოდში სიტუაციის არევა“.



ბოსიკოვა იმასაც ამბობს, რომ სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია „სახელმწიფო საზღვრის“ საკითხთან დაკავშირებით ნიშნავს საქართველოში „მეხუთე კოლონის“ დახმარებას, მეორე ფრონტის გეგმების განხორციელებაში.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России