სამხედრო ექსპერტი ბახმუტში არსებულ ვითარებაზე: კულმინაცია ახლოსაა
რუსეთის შეტევა ბახმუტში შეჩერდა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ წარმატებით ახორციელებენ ადგილობრივ კონტრშეტევებს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე კოვალენკომ განაცხადა.
„ბახმუტში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალები მთავარ პოზიციებს იკავებენ, ასევე, ცდილობენ კონტრშეტევებით დაიბრუნონ კონტროლი ადრე მიტოვებულ ადგილებზე, პოზიციები ყოველ დღე იცვლება“, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.
ექსპერტის თქმით, მალე გარკვეული კულმინაციის მომსწრენი ვიქნებით.

