Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2023

კახა კალაძე: ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში …

0

თბილისის მერი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა NDI-ს და IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციების კვლევები სარწმუნო არ შეიძლება იყოს, რადგან მათ ხშირად რეალურ მონაცემებთან 30-40%-იანი ცდომილება აქვთ.

„გადავხედოთ სტატისტიკას – წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციები აწარმოებენ კვლევებს – როგორ შეიძლება ირწმუნო კვლევითი ორგანიზაციის, რომელსაც აქვს 30-40%-იანი ცდომილება? ამიტომ, აღნიშნული კვლევებით ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას, თუმცა, საზოგადოება რეალურად ხედავს რა ხდება ქვეყანაში, რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას რთულ ვითარებაში უწევს მუშაობა, რადგან არის გარკვეული ზეწოლა კონკრეტული ძალების მხრიდან, მმართველი გუნდი პირველ რიგში ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გაატარებს.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ყოველთვის გადაიდგმება ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები.

როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არც მიკვირს ამ ადამიანების – როდესაც ხარ აგენტი, ამაზე დიდი უბედურება არაფერია, როდესაც აგენტი ხარ, ვერ გაატარებ ამ ქვეყნის ინტერესებს არამედ – იმ ქვეყნის ინტერესს, რომლის წარმომადგენელიც ხარ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ გვემუქრებიან სანქციებით, გვემუქრებიან რომ არ მოგცემენ სტატუსს და ამის გამოყენება უნდათ შემდეგ რაღაც არეულობისთვის, ყველაფრის მიუხედავად, გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს. მე მეამაყება, რომ მაქვს ქართული გენი, დაბადებული და გაზრდილი ვარ ამ ქვეყანაში და დღეს რასაც წარმოვადგენ და სადაც ვიმყოფები, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამსახურება და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რატომ უნდა გავაკეთო ეს?“, – აცხადებს კახა კალაძე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России