Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი - კგბ-სა და ბრიტანეთის დაზვერვის ორმაგი აგენტი

0

2025 წლის 21 მარტს, სურეიში (დიდი ბრიტანეთი), საკუთარ სახლში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა და ბრიტანული დაზვერვის აგენტი, ოლეგ გორდიევსკი, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაზე მუშაობდა 1974 წლიდან.

1970-იან და 1980-იან წლებში გორდიევსკი 15 წლის განმავლობაში კურირებდა დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიას კგბ-ს პირველ მთავარ სამმართველოში.

გაერთიანებულ სამეფოში რეზიდენტად ჩასვლის შემდეგ, მან მალევე დაიწყო თანამშრომლობა ჯერ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან (MI6) ფსევდონიმით OVATION, მოგვიანებით კი ბრიტანეთის დაზვერვასთან (MI-5).

ეს თანამშრომლობა გაგრძელდა 11 წელი, ვიდრე მოსკოვის ხელმძღვანელობამ არ შეიტანა ეჭვი და უკან, რუსეთში არ დააბრუნა 1985 წელს.

თუმცა ამავე წლის ზაფხულში ბრიტანელებმა მოახერხეს ფარული ოპერაციის განხორციელება და გორდიევსკის დაბრუნება ბრიტანეთში, სადაც ის განაგრძობდა დასავლური სადაზვერვო სააგენტოების კონსულტაციას.

გაქცევიდან 30 წლის შემდეგ, 2015 წელს გორდიევსკიმ ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.

გაქცევის გეგმის ავტორი იყო ჯონ სკარლეტი, ბრიტანეთის დაზვერვის რეზიდენტი მოსკოვში, რომელიც დიპლომატიური საფარით მსახურობდა ბრიტანეთის საელჩოში (მოგვიანებით გახდა MI6-ის გენერალური დირექტორი). გეგმის განსახორციელებლად, რომლის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, საჭირო იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის ნებართვა, რომლის მიღების შემდეგ დაიწყო ოპერაცია Pimlico - ასეთი იყო ჯონ სკარლეტის გეგმის განხორციელების კოდური სახელი. ბრიტანეთის ეროვნულმა არქივმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტეტჩერის წერილი გორდიევსკისადმი, რომელშიც „რკინის ლედი“ წერს: „ძალიან ვაფასებ თქვენს პირად გამბედაობას და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას“.

ბრიტანელი დაზვერვის ისტორიკოსის კრისტოფერ ენდრიუს თქმით, პოლკოვნიკმა გორდიევსკიმ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვებაში. გორდიევსკისგან მიღებულ ინფორმაციას ბრიტანელები ნაწილობრივ უზიარებდნენ ამერიკელ კოლეგებს, თუმცა წყაროს დასახელების გარეშე. CIA-ში ესმოდათ, რომ მათ მოკავშირეს ჰყავდა მაღალი დონის რუსი აგენტი, რომელსაც წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე. შესაბამისად მათ სურდათ გაერკვიათ, ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს აგენტი. როგორც კრისტოფერ ენდრიუ ამბობს, სწორედ ამ ამერიკელმა ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია ღრმად დაფარული ბრიტანელი აგენტის ჩავარდნა.

ამერიკელებმა შესაძლო ბრიტანელი ინფორმატორის ვინაობის დადგენა დაავალეს CIA-ს საბჭოთა დეპარტამენტის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან (კგბ) და იყო მისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აგენტი (მოსკოვმა საერთო ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა მას). ეიმსმა ივარაუდა, რომ ინფორმაციის გაჟონვა ხდებოდა ლონდონის კგბ-ს რეზიდენციიდან, სადაც გორდიევსკი რეზიდენციის ოფიცრის მოვალეობას ასრულებდა. ემისმა ეს ინფორმაცია გადასცა მოსკოვს, თუმცა მან არ დაასახელა ინფორმატორის ვინაობა.

სწორედ ამიტომ არ დააპატიმრეს გორდიევსკი მოსკოვში ჩასვლისთანავე, სადაც 1985 წლის მაისში დაიბარეს რეზიდენტის თანამდებობაზე დამტკიცების საბაბით - კგბ-ში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული მის ღალატში.

ოლდრიჩ ეიმსი ამხილეს 1994 წელს. მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, რომელსაც იგი დღემდე იხდის.

ოლეგ გორდიევსკის დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რომელიც არ გაუქმებულა სსრკ-ში კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და სიკვდილით დასჯის მორატორიუმის შემოღების შემდეგაც.

„ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი გამეგო, თუ როგორ ფუნქციონირებდა საბჭოთა სისტემა და შემდეგ ეს ინფორმაცია ბრიტანელებისთვის გადამეცა“, - უთხრა ოლეგ გორდიევსკიმ რადიო თავისუფლებას 2015 წელს.

ოლეგ გორდიევსკი ბრიტანელებმა გადაიბირეს (უფრო ზუსტად, მან თვითონ შესთავაზა სამსახური ბრიტანეთის კონტრდაზვერვას) 1974 წელს კოპენჰაგენში მუშაობისას, სადაც ის დიპლომატიური საფარით მსახურობდა დანიის რეზიდენციაში (უფროსი ლეიტენანტის ჩინში). ორი წლის შემდეგ გორდიევსკი რეზიდენტად დაინიშნა. 1978 წელს ის გაიწვიეს მოსკოვში, სადაც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა კგბ-ს ცენტრალურ ოფისში. ბრიტანელებმა გორდიევსკის სთხოვეს მოსკოვში ყოფნისას "ფსკერზე ჩაწოლილიყო“ და გაეწყვიტა მათთან კონტაქტები - აგენტი ძალიან ღირებული იყო ლონდონისთვის, მოსკოვში კი ძალიან იოლი იყო მისი "გაშიფვრა". 1982 წლის იანვარში ვიცე-პოლკოვნიკი გორდიევსკი დაინიშნა ლონდონში, სადაც დაიწყო მისი, როგორც ბრიტანელი ჯაშუშის კარიერის მეორე, ბევრად უფრო ნაყოფიერი ეტაპი, რომელიც მას ოჯახის (ცოლისა და ორი ქალიშვილის) დაკარგვად დაუჯდა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Каждый рубль инвестиций работает на развитие столицы


Реклама
The most beautiful beach towns with cheap living

A huge number of people around the world dream of one day breaking out of the daily routine




Москва

Какие виды операций делают на плечевом суставе?


Губернаторы России

216,781 Pageviews
Mar. 02nd - Apr. 02nd
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В 2025 году откроются еще четыре станции Троицкой линии метро



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алсу

Закрутил с Алсу? Как живет племянник Федора Бондарчука, так похожий на него



Реклама
The most beautiful beach towns with cheap living

A huge number of people around the world dream of one day breaking out of the daily routine


Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Впервые в Петербурге прошла премия «Спортивная слава региона»

Московский зоопарк ищет обнимателя капибар, массажиста еноту и тренера ленивцу

Правопорядок на хоккейном матче в столице обеспечили росгвардейцы


Рафаэль Надаль

Фото: Рафаэль Надаль присутствует на матче мадридского «Реала» в полуфинале Кубка Испании



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Лукашенко заявил о возможности успешного противостояния Белоруссии и России вызовам.

Реклама
The most beautiful beach towns with cheap living

A huge number of people around the world dream of one day breaking out of the daily routine



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Реклама
  • ИП Попов А.П.
  • ИНН: 602715631406
Осторожно, 1 стакан сжигает 3 кг жира! Запишите рецепт...

Вот это точно убьет лишний вес! -17кг за 5 дней! Перед сном съешьте...