Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

Новости за 28.03.2025

Bloomberg: პუტინი სინჯავს, ტრამპისგან რის მიღწევა შეუძლია სანქციების შემსუბუქების სფეროში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა სანქციების შემსუბუქება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. კრემლის სტრატეგიის ნაწილია მოთხოვნა, რომ „როსსელხოზბანკი “SWIFT-ს მიუერთდეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში. ფინანსური ინფორმაციის გადაცემისა და გადახდის სისტემა SWIFT ევროკავშირის იურისდიქციაშია. Bloomberg-ის ცნობით, „როსსელხოზბანკზე“ მოთხოვნა წამოაყენეს ევროპაში ტრამპის გავლენის შესამოწმებლად. Читать дальше...

როგორ მიიღო Tass-ის რუსმა ფოტოგრაფმა World Press Photo-ს ჯილდო თბილისის პროტესტის ფოტოებით

Radiotavisupleba.ge 

პრესტიჟული ფოტოკონკურსის, World press photo-ს გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში რუსი ფოტოგრაფი გახდა. კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელმა მიხაილ ტერეშჩენკომ კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.

პარლამენტთან დღისით დაკავებული ორი დემონსტრანტი გამოუშვეს

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრანტები, თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი, რომლებიც დღეს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი პროტესტისას დააკავა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საკონსტიტუციოს მოსამართლემ ვადაზე 5 წლით ადრე დატოვა პოსტი - ვადა ეწურება თავმჯდომარესაც

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პოსტი დატოვა. ამასთან, 30 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე - მტკიცებულებები, ჩვენებები, ტელეფონიდან ამონაწერები

Radiotavisupleba.ge 

ამ სტატიაში ვაჯამებთ გახმაურებული მკვლელობის ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც შეიძლება უკვე იცით ან პირველად ახლა გაიგებთ.

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დაღუპულების სახით დაკარგა 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ მიერ მოხალისეთა გუნდთან ერთად მომზადებულ ცნობაში. ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 100 ათასი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა. მოხალისეებს ამჟამად ხელთ აქვთ 10 ათასზე მეტი ნეკროლოგი, რომლებიც საჭიროებენ შემოწმებას და ინფორმაციის დუბლირების გამორიცხვას. დაღუპულ რუს სამხედროებს შორის მინიმუმ 4800 ოფიცერია. Читать дальше...

ევროკავშირში მწვავედ გააკრიტიკეს პუტინი უკრაინაში "საერთაშორისო მმართველობის" წინადადებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა უარყვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, უკრაინაში „საერთაშორისო მმართველობა“ დამყარდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.



პარლამენტთან ელენე ხოშტარია და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს საღამოს, 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით, ეროვნულ მუზეუმთან ძალის გამოყენებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

სამწუხაროდ, შედეგიანი არ არის ტრამპის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ - „ოცნების“ დეპუტატი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის „ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ შედეგიანი ვერ არის“.

გვსურს, წინ წავწიოთ „მეგობარი აქტი“ - სენატორები შაჰინი და რიში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ მზად არიან, ერთად იმუშაონ, რათა წინ წასწიონ კანონპროექტი.

ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა პარასკევს ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ. შარშან ნოემბერში ისრაელსა და პროირანულ შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების მეორე შემთხვევა იყო. ჰეზბოლამ ორივეჯერ უარყო თავდასხმებში მონაწილეობა. დაჯგუფება ისრაელსა და შეერთებულ შტატებში ტერორისტულად არის აღიარებული. ევროკავშირი ტერორისტულად მიიჩნევს მის გასამხედროებულ ფრთას. ისრაელის სამხედროებმა ლიბანის... Читать дальше...

პარლამენტთან პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. ისინი ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ მუშაობას პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც ცდილობს, 2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობა დაადგინოს.

ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ქართული ვალუტის - ლარის - 30 წლის იუბილეს აღნიშვნას. ამისთვის 771 ათასი ლარი დაიხარჯება - ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება.

უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს. ამის შესახებ იტყობინება სამხედრო მოსამსახურეებისადმი მოპყრობის საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი. მათ შორის არიან კურახოვოს, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე დაღუპულები, ასევე იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საფლავებში. ცხედრების გადატანას უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ახორციელებს. როგორც აღნიშნავენ, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები შინაგან საქმეთა... Читать дальше...

დაძლევს თუ არა ერდოანი თავისი მეტოქის დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას?

Radiotavisupleba.ge 

წინა საუკუნის ბოლოს, სტამბოლის პოპულარულ მერს თანამდებობა ჩამოართვეს და დააპატიმრეს ბრალდებით, რომელსაც მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. ის პოლიტიკას მალევე დაუბრუნდა და შემდეგ იქცა ლიდერად, რომელიც თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იდგა ქვეყნის სათავეში.

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერ კიუტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 30 მარტს დატოვებს საპატიმროს. მან უარყო ინფორმაცია, რომ ბებუა იზოლატორს დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებს. "ის დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს, ალბათ ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი. მან ჩაიდინა სახელმწიფო დროშის დაწვის აქცია, რაზეც დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მთლიანობაში ის უნდა მჯდარიყო 4 წელი და 6 თვე. Читать дальше...

ვინ აკავებდა პროევროპული აქციების მონაწილეებს - რა წერია საქმეში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციებისას ასობით ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკამერების წინ. მიყენებული დაზიანებების გამო დემონსტრანტების ნაწილი ჯერ კლინიკებში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასამართლომ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური “მერსედეს-ბენცის,” BMW-სა და “სიმენსის” ხელმძღვანელებს ჩინეთში ინვესტირებას ურჩევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინ პინი საერთაშორისო კონცერნების ხელმძღვანელებს, რომლებიც პეკინში იმყოფებიან, თავისი ქვეყნის დადებით მხარეებზე ესაუბრა. ჩინეთის დედაქალაქში, სახალხო კრებათა დიდ დარბაზში, სიმ მიიღო სიმენსის ხელმძღვანელი როლანდ ბუში, “მერსედეს-ბენცის” ხელმძღვანელი ოლა კელენიუსი და BMW-ს შეფი ოლივერ ციპსი. სის თქმით, უცხოეთის ფირმები ჩინეთის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩინეთის მმართველი თვლის, რომ ჩინეთში ინვესტიცია არის საკუთარ საწარმოებში სამომავლო ინვესტიცია. Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





EUobserver: ევროკავშირი იწყებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ამზადებს. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა EUobserver-ს განუცხადა, რომ მუშაობა „დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა“. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სანქციების შესახებ წინადადებები ზაფხულის დასაწყისშია მოსალოდნელი. კიდევ ერთმა დიპლომატმა ეჭვი ვადების შესახებ გამოთქვა. „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება [სამშვიდობო] მოლაპარაკებები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის“, - თქვა მან. 27 მარტს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ე.წ. მსურველთა კოალიციის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს... Читать дальше...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩადის გრენლანდიაზე, რომლის დაკავებაც ტრამპს სურს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დანიის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას, სტუმრობს 28 მარტს. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სურს, კუნძული აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვენსის გრენლანდიაზე სტუმრობის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. მის გამო აღშფოთება გამოხატეს დანიის, რომლის ტერიტორიაცაა კუნძული, და საკუთრივ გრენლანდიის ხელისუფლებებმა. ვენსი ეწვევა კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას პიტუფიკში. ტელეარხ TV2-ის ცნობით, ამერიკელთა დელეგაცია კუნძულზე ჩავა ევროპის დროით ნაშუადღევს, საქართველოს დროით საღამოს რვის ნახევარზე. Читать дальше...

სოჭში დააკავეს რუსეთისა და „აფხაზეთის მოქალაქე“, რომელიც „ბასაევს აქებდა“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დააკავა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე სოჭის მკვიდრი, რომელიც, რუსეთის სპეცსამსახურის ინფორმაციით, „შამილ ბასაევს აქებდა“. "ეფესბეს" ცნობით, დაკავებული ამას აფხაზეთში ყოფნისას აკეთებდა, ტელეგრამის არხის საშუალებით. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. „ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგენილია, რომ ადგილობრივი მცხოვრები, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას, თავის ტელეგრამის არხზე აქვეყნებდა სერიას მასალებისა... Читать дальше...

84 საჯარო სკოლისთვის 4000-ზე მეტ კამერას ყიდულობენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისსა და რეგიონებში არსებული 84 საჯარო სკოლების შიდა და გარე კამერებით აღსაჭურვად შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შეისყიდიან 4380 კამერას, საიდანაც 1832 გარე პერიმეტრს გადაიღებს, 2548 კი შიდა სივრცეს.

მიანმაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

მიანმაში(ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც. ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში 40-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России