Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

Новости за 14.03.2025

ჩინეთი, ირანი, რუსეთი მოითხოვენ თეირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა მოითხოვეს ვაშინგტონის მხრიდან თეირანისთვის დაწესებული, მათი თქმით, "უკანონო, ცალმხრივი" სანქციების მოხსნა - მას შემდეგ, რაც 14 მარტს პეკინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა ირანის ბირთვულ საკითხებზე.

„ქართული ოცნების“ მომხრე და მოწინააღმდეგე

Radiotavisupleba.ge 

მალხაზი და თაზო პირველად რადიო თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ ერთმანეთს. 69 წლის მალხაზი - აფხაზეთის ომის ვეტერანია და ახლა თავისი საწარმო აქვს. 34 წლის თაზო კი აზარტული თამაშების ბიზნესშია. მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. მალხაზი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თაზო წინააღმდეგია. სწორად ამ თემაზე სალაპარაკოდ ისინი რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიდნენ. ნახეთ რა გამოვიდა. პროექტის შესახებ: რადიო თავისუფლების გადაცემების ციკლი, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან ადამიანები... Читать дальше...

ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

14 მარტს, გვიან საღამოს თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

ჰამასის შეთავაზება ისრაელელ-ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაზე ისრაელმა უარყო, როგორც "ფსიქოლოგიური ომი"

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის ცნობით, ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) განაცხადა, რომ დათანხმდა ორმაგი - ამერიკისა და ისრაელის - მოქალაქეობის მქონე პირის გათავისუფლებას, თუ ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს ომის საბოლოოდ დასრულებისთვის.



აშშ-ს არ გადაუწყვეტია წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, უკრაინა მზადაა - ვიცეპრემიერი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ვიცეპრემიერ ოლჰა სტეფანიშინას განცხადებით, აშშ-ს ვერ გადაუწყვეტია ორ ქვეყანას შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები. სტეფანიშინამ განაცხადა, რომ შეთანხმება მზად არის, თუმცა აშშ განიხილავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ კიევთან შეთანხმების პირობებს.

ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნება”, რომელიც წლები ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა “ანტინარკოტიკულ რეფორმას” იწყებს, უპრეცედენტოდ ამკაცრებს კანონს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს დასჯის, და იძულებით მკურნალობაზეც ფიქრობს.

ქოლგა, პირბადე, საზღვაო ქუდი, სათვალე და რა აღარ - „ჭკვიან კამერებზე“ უფრო ჭკვიანი აქციის მონაწილეები

Radiotavisupleba.ge 

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგალითად, კრძალავს აქციების დროს სახის დაფარვას, საპროტესტო აქციების მონაწილეების უმრავლესობა, ბოლო პერიოდია, რუსთაველის გამზირზე „სახედაფარული“ გადის.

„ისტორიული ნაბიჯი“ - თბილისი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებას

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

გერმანიის „კავშირი" - CDU/CSU, სოციალ-დემოკრატები და მწვანეები შეთანხმდნენ „ვალების პაკეტის“ გარშემო

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) მიაღწიეს მწვანეებთან შეთანხმებას “ვალების პაკეტის“, გარშემო. საქმე სხვათა შორის, ეხება თავდაცვის სფეროსა და ინფრასტრუქტურისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას. შეთანხმების დეტალების თაობაზე ოფიციალურად ცნობა არ გავრცელებულა. შეთანხმებით, დაკმაყოფილდა მწვანეების მოთხოვნა, რომ დაგეგმილი განსაკუთრებული ფონდის თანხები მხოლოდ მიზნობრივად და არა სარჩევნო დაპირებებისთვის დაიხარჯოს. 4 მარტს შეთანხმდნენ... Читать дальше...

თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერია პროევროპული აქციების პარალელურად დაწყებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლებას განაგრძობს. თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმოწერილი გადაწყვეტილება, რომლითაც თანამშრომელთა ნაწილს დაკავებულ თანამდებობებს ატოვებინებდნენ, დღეს, 14 მარტს გამოიცა.

რუბიო მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას და მათ ხელმოწერისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე და მხარეებს დოკუმენტზე ხელმოწერისაკენ მოუწოდებს.

ტრამპის თქმით, პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, გარშემორტყმული უკრაინელი მეომრები დაინდოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, რომ დაინდოს რუსეთის ჯარების მიერ „მთლიანად გარშემორტყმული“ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე.

ინტერვიუ ნეიტ ვენსთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის უკრაინაში მებრძოლ ბიძაშვილთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ბიძაშვილი, ნეიტ ვენსი ჰყვება იმაზე, თუ რატომ ჩავიდა უკრაინაში და როგორ გადააწყვეტინა ბუჩაში ნანახმა სისასტიკემ ამერიკის არმიის ყოფილ საზღვაო ქვეითს უკრაინის არმიის რიგებში შესვლა

რობინ დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


Музыкальные новости




Rss.plus





G7-ის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც მინისტრები დაამტკიცებენ

Radiotavisupleba.ge 

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების დიპლომატებმა 14 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი განცხადების ტექსტის გარშემო.

Reuters-ი: აშშ-ის სენატი მზად არის მიიღოს რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი და თავიდან აიცილოს „შატდაუნი“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატი 14 მარტს მზად არის მიიღოს რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი ხარჯების შემცირებისა და მთავრობის ნაწილობრივი დახურვის თავიდან აცილების შესახებ - მას მერე, რაც დემოკრატებმა უკან დაიხიეს, ფედერალური სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ ტრამპის კამპანიის მიმართ თავდაპირველი პროტესტის შემდეგ.

პატრულში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა უწყების შიდა ოფიციალური მიმოწერებით, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პესკოვი უარყოფს, რომ კელოგი მოლაპარაკებებს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კით კელოგი, მოსკოვის მოთხოვნით ჩამოაშორეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პროცესს.

უკრაინამ დაიწყო ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ი იტყობინება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას თანახმად, უკრაინამ დაიწყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა.

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России