Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე

0

ავსტრიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს (DSN) განცხადებით, გამოვლენილია უჯრედი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ გეგმავდა და ახორციელებდა ავსტრიის საზოგადოებაზე გამიზნულ, მასშტაბურ სადეზინფორმაციო კამპანიას. კამპანიის მიზნად სპეცსამსახური ასახელებს "საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებებით მანიპულირებას, უკრაინის საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ".

კამპანიის კოორდინატორად გამოძიება ასახელებს ბულგარეთის მოქალაქე ქალს, რომლის სახელი დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებულ ქალს წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება, და რომ მას "ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა დეზინფორმაციის გამავრცელებელი ოპერაციების ჩატარებაზე". განცხადების თანახმად, კამპანია რუსეთიდან იმართებოდა, თუმცა ტექსტში მართვის ფორმები დაზუსტებული არ არის.

"მცდარი მონაცემების, ყალბი ამბებისა და მანიპულირებული შინაარსის გავრცელება ძირს უთხრის ნდობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი და საფრთხის წინაშე აყენებს სოციალურ ერთიანობას" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, იორგ ლეიხტფრიდმა და დასძინა: "არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის გარედან კონტროლირება".

DSN-მა ოპერაციის შესახებ შეიტყო გასული წლის დეკემბერში ბულგარეთის მოქალაქე ეჭვმიტანილი ქალის სახლის ჩრეკის შედეგად მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობების ანალიზით. იუწყებიან, რომ ეს ქალი კოორდინაციას უწევდა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მომუშავე უჯრედს, რომელიც გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ რამდენიმე კვირაში. ეს ჯგუფი, განცხადების თანახმად, ახორციელებდა "დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას გერმანულენოვან ქვეყნებში", განსაკუთრებული ყურადღებით ავსტრიის მიმართ. იუწყებიან ასევე, რომ ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა.

კამპანიის უშუალო მიზანი, როგორც ვკითხულობთ, იყო "უარყოფითი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე" და მისი მიმართვა უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. კამპანიის მონაწილეები მუშაობდნენ როგორც ინტერნეტით, ისე ფიზიკურ სივრცეებში - ავრცელებდნენ პროკლამაციებს და კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ, თითქოს უკრაინის მომხრე აქტივისტების მხრიდან. ამ დროს ისინი განზრახ იყენებდნენ ექსტრემისტულ მემარჯვენე და ნაციონალისტურ სიმბოლოებს, ასევე სიძულვილის ენას რუსებისა და ებრაელების მისამართით. ამით, ავსტრიის სპეცსამსახურის განცხადებით, მიზნად ისახავდნენ "ეჭვის დანერგვას უკრაინის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ". განცხადების თანახმად, "მოცემულ კონტექსტში მსგავსი დეზინფორმაცია და კამპანიები წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ფაქტორს".

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, საპატიმროში თუ იმყოფება ბულგარეთის მოქალაქე ქალი, ან ვინმე სხვა პირს თუ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საქმიდან გამომდინარე.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია ავსტრიის სპეცსამსახურების პასუხად.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России